header_new.gif
  FONT  

სააქციო საზოგადოება ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


2007 წლის ოქტომბრიდან ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი საკუთრებაში გადაეცა “ბლოკ ჯორჯიას”. ამის შედეგად ინსტიტუტში გარემონტდა თერაპიული და პოლიკლინიკური განყოფილებები, აფთიაქი, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის განყოფილება. ინსტიტუტი აღჭურვილ იქნა თანამედროვე მსოფლიო დონის უახლესი ანალიზატორებით.

განახლებული რეკონსტრუირებული ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი გვთავაზობს მომსახურეობას 2 ძირითადი მიმართულებით:

1. საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზიოლოგია
2. კლინიკური და ლაბორატორიული ჰემატოლოგია

ინსტიტუტს ხელმძღვანელობენ პროფესორი მარინა აბაშიძე და თინა ჯანაშვილი.

• მსოფლიო სტანდარტების დონის კონსერვირებული სისხლის და სისხლის კომპონენტების დამზადება
• ლეიკემიები
• ლიმფომები
• შეძენილი და თანდაყოლილი ანემიები
• ჰემორაგიული დიათეზები
• 400-ზე მეტი დასახელების ანალიზი

abashidze.jpg

მარინა აბაშიძე - დირექტორი
მედიცინის დოქტორი


თსსუ-ს ჰემატოლოგიის მიმართულების პროფესორი. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გაიდლაინის ავტორი. მუშაობდა აშშ ფეირვიუს საუნივერსიტეტო და “მეიოს” კლინიკებში (აშშ მინესოტას შტატი). მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

janashvili.jpg

თინა ჯანაშვილი
დირექტორის პირველი მოადგილე

კოაგულოლოგი


iosava.jpg

გენადი იოსავა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ტრანსფუზიული სამსახურის ხელმძღვანელი, ევროპის ტრანსფუზიული კომიტეტის ექსპერტი, საქართელოს ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში (მთავარი მკვლევარი). მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

 

სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდებით

• აშშ-სა და ევროპის წამყვან ცენტრებში მომზადებული მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები;
• მსოფლიო სტანდარტების დონის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, უმაღლესი ხარისხის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემები;
• კვლევის უახლესი მეთოდები, მაღალი სანდოობა;
• ლეიკემიების და ლიმფომების დიაგნოსტიკა პ/სიახლის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური ციტოგენეტიკური და იმუნოფენოტიპირბის მეთოდები;
• ლეიკემიების და ლიმფომების მკურნალობა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების პოლიქიმიოთერაპიის კურსები. ხანგრძლივი რემისიებისა და გაჯანსაღების მაღალი შანსი;
• შეძენილი და თანდაყოლილი ანემიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• რკინადეფიციტური ანემიის სრული განკურნების გარანტია;
• ჰემორაგიული დიათეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

საქართველოში ერთადერთი ჰემოფილიის ცენტრი, შექმნილი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის და ამერიკის წამყვანი ჰემოფილიის ცენტრების ხელშეწყობით და დახმარებით

მხოლოდ ჩვენთან – ჰემოფილიის და სხვა თანდაყოლილი სისხლდენითი პათოლოგიების დიაგნოსტიკა
ჰემოფილიის მკურნალობა უფასოდ


ტრანსფუზიული სამსახური

ბიოქიმიური ანალიზატორით “VITROS 350” და იმუნოგნოსტიკურ ანალიზატორ “AUTOVUE INNOO”- ს საშუალებით უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ტესტსისტემებით შემოწმებული:
• კონსერვირებული სისხლი
• ერითროციტული მასა
• თრომბოციტული მასა
BCR (ლეიკო-თრომბო-შრე მოცილებული ერითროციტული მასა)
• კრიოპლაზმა

 

analizatori11.jpg

 

დონორისა და რეციპიენტის სისხლის ყველაზე საიმედო შეთავსება იმუნოდიაგნოსტიკური ანალიზატორ “EG;Q” მეშვეობით
analizatorii2.jpg

 

lolashvili1.jpg

ნინა ლოლაშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

სდასუ სრული პროფესორი, ჰემატოლოგი, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2 სახელმძღვანელოსა და გაიდლაინის ავტორი, მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში.

 

girdaladze.jpg

დარეჯან ღირდალაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

თსსუ-ს ჰემატოლოგიის მიმართულებით სრული პროფესორი კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი, 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფის, მონაწილეობს საერთასორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში, მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში.

 

berodze.jpg

მაია ბეროძე
მედიცინის დოქტორი

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი დანერგა პოსტტრანსფუზიული რეაქციების და გართულებების პროფილაქტიკის მეთოდები.

 

chinchaladze.jpg

ციალა ჩინჩალაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დანერგა ციტოქიმიური და ლეიკემიების და ლეიკემიების წინარე მდგომარეობათა ეპიდემიოლოგიური კვლევის მეთოდები. მუშაობდა მოსკოვის ონკოლოგიური ცენტრის ციტოლოგიურ ლაბორატორიაში და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიურ ლაბორატორიაში (მოსკოვი). არის ასოცი სამეცნიერო შრომის ავტორი. ხშირად მიუღია მონაწილეობა ლეიკოზოლოგიის საერთასორისო ფორუმებში.

gvishiani.jpg

ნესტან გვიშიანი

იმუნოგენეტიკის და ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, აქვს რამოდენიმე საერთაშორისო სერთიფიკატი, დანერგა ბიოქიმიური და იმუნოლოგიური კვლევის ახალი მეთოდები.

cereteli1.jpg

რუსუდან წერეთელი
ექიმი ლაბორანტი

კოაგულოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიის ავტორი. დანერგა კოაგულოლოგიური კვლევის უახლესი მეთოდები.

zedginidze1.jpg

ალა ზედგინიძე
მედიცინეს მეცნირებათა დოქტორი, პროფესორი

დანერგა ონკოციტოგენეტიკა, ჩამოაყალიბა ციტოგენეტიკის ლაბორატორია და დააფუძნა ქრომოსომული ბიოდოზიმეტრია. მუშაობდა ქ. მოსკოვის ონკოლოგიური ცენტრის, როზველ პარკ მემორიალ ინსტიტუტის (აშშ) და რადიაციის უსაფრთხოების ინსტიტუტის (საფრანგეთი) გენეტიკის დეპარტამენტებში. არის ასზე მეტი ნაშრომის ავტორი, ღებულობს მონაწილეობას გენეტიკისა და ჰემატოლოგიის საერთაშორისო ფორუმებში, არის ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების მონაწილე და ხელმძღვანელი. არჩეული იქნა ეკოლოგიისა და უსაფრთხო ცხოველმოქმედების საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.