|
“ჯაბადარი” ოპტიკური ხედვის ოპტიმალური დიაპაზონი
|
ოფთალმოლოგიური კაბინეტი-ოპტიკა “ჯაბადარი” - კერძო საწარმო, რომლის შექმნის იდეა
ჯაბადართა ოჯახურ წრეში 50 წლის წინ დაიბადა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ირაკლი ჯაბადარმა(მამა)
ჯანდაცვის სამინისტროს მედტექნიკის სისტემაში დაიწყო მუშაობა. მას მოჰყვა სხვადასხვა ოპტიკური
საწარმოსა და მაღაზიის ხელმძღვანელობის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარი ოპტიკოსის სტატუსი,
დარგის სპეციალისტთა გადამზადების კომისიის თავმჯდომარეობა. მაგრამ იდეა რეალობად მხოლოდ 1988
წელს იქცა, როცა ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეს შესაძლებელი გახადა.
ამჯერად ოფთალმოლოგიური კაბინეტი-ოპტიკა “ჯაბადარი” მამა-შვილმა, ირაკლი და გიორგი ჯაბადარებმა
ერთად დაარსეს. დღეს ფირმას გიორგი ჯაბადარი ხელმძღვანელობს და ოჯახური ბიზნე-სის
პარალელურად, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. აქვე ოფთალმოლოგიის თანამდებობაზე მუშაობს
მისი მეუღლე - მაია გარსევანიშვილი. ბატონი გიორგის აღზრდილი სპეციალისტები წარმატებით
იღწვიან ქვეყნის სხვადასხვა ოპტიკურ დაწესებულებებში. ხუთი ათეული წლის მანძილზე დაგროვილმა
გამოცდილებამ და პროფესიონალიზმმა “ჯაბადარს” ქვეყნის ერთ-ერთი, ყველაზე საიმედო და ცნობილი სამედიცინო
ოპტიკური ფირმის იმიჯი დაუმკვიდრა.
|
“ჯაბადარის” წამყვან სპეციალისტთა დახმარებით შეარჩევთ ყველაზე მოხერხებულ სათვალესა და
კონტაქტურ ლინზებს, მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას. ფირმის საუკეთესო ოსტატები
დაგიმზადებენ ნებისმიერი სირთულის ოპტიკას. კომპიუტერული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
|
“ჯაბადარი” უმოკლეს ვადაში დაგიდგენთ დიაგნოზს. ფირმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება
ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკისა და სოციალური ფენის პაციენტისათვის.
|
|
მსუბუქი | თხელი | გამჭვირვალე | კომფორტული |
|
|
|
|
|
პრაქტიკული | მოსახერხებელი | რაც მთავარია უსაფრთხო |
|
|
ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ და არაფერი ზედმეტი სათვალის ლინზები
ერთფოკალური | ბიფოკალური | პროგრესული ანუ გარდამავალი |
|
|
ყველა ეს ლინზა შეიძლება იყოს: |
  | უფერო |
  | ფოტოქრომული(ქამელეონი) |
  | მინა (მინერალი) |
  |
პლასტიკი CR-39 |
  |
პლასტიკი პოლიკარბონატი |
  | სფერული |
  | ასფერული (უფრო თხელია, ნაპირებში ნაკლებია დამახინჯების კოეფიციენტი) |
  | ასტიგმატიური |
  | სტანდარტული სითხელის 1,49 დან 1,52 მდე |
  | უფერო |
  | დათხელებული 1,56 დან 1,9 მდე |
|
|
საფარის სახეები: |
  | ანტირეფლექსური |
  | მყარი |
  | წყალამრიდი |
  | ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან დამცავი (EMI) |
  | ანტიბაქტერიული (BIO) |
|
|
კონტაქტური ლინზები
|
  | უფერო +1,0 - დან +8,0; - 18,0 მდე |
  | ფერადი -1,0 დან - 10,0 მდე |
|
|
უფერო ლინზების მოხმარების ვადა შეიძლება იყოს ერთი დღიდან 1,5 წლამდე, ხოლო ფერადი ლინზებისა ერთი დღიდან 1 წლამდე. |
თბილისი, თამარ მეფის გამზ. 14
ტელ./ფაქსი: 253878; 341170
თამარ მეფის გამზ. 9
ტელ.: 965123
|
|
|