FONT  

ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი

ჯოენ მაკგოვენი - საქართველოში ბავშვთა გულის ქირურგიის სამსახურის დამფუძნებელი და ორგანიზატორი. ორგანიზაცია "გლობალ ჰილინგის" პრეზიდენტი გარდაიცვალა 1996 წლის სექტემბერში, კლინიკის გახსნიდან ერთ კვირაში. კლინიკა გაიხსნა 1996 წლის 16 სექტემბერს ბავშვთა გულის ქირურგია / კარდიოლოგიის კლინიკის სახელწოდებით.

"ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრმა" ფუნქციონირება დაიწყო 1996 წლის 16 სექტემბერს, როგორც ბავშვთა გულის ქირურგიის კლინიკამ. დღიდან გახსნისა, შესრულებულია 1000 -ზე მეტი კარდიოქირურგიული ოპერაცია. გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტების ინვაზიური გამოკვლევებისა და ქირურგიული მკურნალობისათვის საჭირო ხარჯებს ფარავს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესაბამისი პროგრამა. ჩამოყალიბების პროცესშია რეგიონებში გულის თანდაყოლილი მანკების ადრეული დიაგნოსტიკის სტრუქტურა. დაწესებულებაშჲ მომუშავე სამედიცინო პერსონალი არის ევროპის გულის და გულმკერდის ქირურგთა ასოციაციის წევრები.

"ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრმა" ბავშვთა კარდიოქირურგიული პროგრამისათვის უსაფრთხო სისხლის და სისხლის პროდუქტების აუცილებლობიდან გამომდინარე 1998 წელს დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა ე.წ. "სისხლის ბანკის" სამსახურის შექმნაზე. 1999 წლის სექტემბერში ფუნქციონირება დაიწყო კავშირის "სისხლის გადასხმის სამსახურმა". პროგრამა განხორციელდა ადგილობრივი და უცხოური დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და დახმარებით. დღეისათვის კავშირის სისხლის და მისი პროდუქტების დამზადება-გადასხმის სამსახური მოქმედებს უსასყიდლო დონორობის პრინციპზე და აწარმოებს ერითროციტარულ მასას, თრომბოციტებს და ახლადგაყინულ პლაზმას. დღის წესრიგში დგას აფერეზის პროგრამა.

2000 წელს კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით გაიხსნა მოზრდილთა გულსისხლძღვთა ქირურგიის და ურგენტული კარდიოლოგიის განყოფილება. განყოფილება მუდმივმოქმედია. განყოფილებაში სრულდება ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაცია / აორტო-კორონარული შუნტირება, სარქველთა პლასტიკა და პროთეზირება, აორტის მწვავე და ქრონიკული ქიირურგიულ დაავადებათა მკურნალობა. კავშირის კარდიოლოგიურ ინტენსიური თერაპია ახორციელებს მწვავე და ქრონიკული კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების სადღეღამისო მიღებას. განყოფილებაში 2003 წლიდან ფუნქციონირებს ანგიოკარდიოგრაფიული ლაბორატორია.