FONT  

საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უმაღლეს სასწავლებელთა სააკრედიტაციო საბჭოს № 2-19/227 გადაწყვეტილებით “საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სახელობის უნივერსიტეტს” მიენიჭა აკრედიტაცია 2005 წლის 8 თებერვალს.

“ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო განათლების სასწავლო ცენტრი” დაარსდა 1992 წლის სექტემბერში და უკვე 13 წელია, რაც წარმატებით უმზადებს საქართველოს მაღალკვალიფიციურ ექიმებს.

უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე: სამკურნალო, სტომოტოლოგიურ და ფარმაცევტულ სპეციალობებს ქართულ, რუსულ და თურქულენოვან სექტორებზე. (თბილისის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში თურქულ-აზერბაიჯანულ ენებზე სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში).

უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ჩვენი ქვეყნის ცნობილი მეცნიერ-პედაგოგები, რომელთაგან 24-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და აკადემიკოსია, 64-მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და დოცენტი. მათი პედაგოგიური მუშაობის ხარისხს ყოველწლიურად ამოწმებს “პროფესორ-მასწავლებელთა შეფასების ცენტრი”, სადაც ხდება იმ ანონიმური ანკეტის მონაცემების კომპიუტერული დამუშავება, რომელსაც გვაწვდიან ყველა ფაკულტეტის სტუდენტები.

საქართველოს სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველითაგანია, სადაც 1999 წლის ბოლონიის დეკლარაციის თანახმად დანერგილია კრედიტების ტრანსფერული სისტემა, რისთვისაც უნივერსიტეტს დასჭირდა შემდეგი სამსახურების და ცენტრების შექმნა:

  1. “უნივერსიტეტის ხარისხის მართვის ცენტრი”. ( ხელმძღვანელი პროფესორი გურამ რცხილაძე).
  2. სამკურნალო და სტომატოლოგიური ფაკულტეტების “პროგრამის მართვის ცენტრი”, რომელსაც ხელმძღვანელობენ შესაბამისი ფაკულტეტის პროგრამის ლიდერები.
  3. “პროგრამის მართვის ცენტრი” უზრუნველყოფს მონათესავე საგნების გაერთიანებით შექმნილ ე.წ. “მოდულების” მუშაობას. ამ “მოდულებს” ხელმძღვანელობენ მოდულების ლიდერები.
  4. “პროფესორ-მასწავლებელთა შეფასების ცენტრი” (ხელმძღვანელი პროფესორი, აკადემიკოსი ლემ ზირაქაშვილი). ამ ცენტრის წევრებმა შეიმუშავეს სპეციალური ანკეტა-კითხვარი სტუდენტთა ანონიმური გამოკითხვისათვის.
  5. “პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი” (ხემძღვანელი პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბელა გომელაური), სადაც დეტალურად განიხილება ანონიმური შეფასების შედეგები და დაისახება ნაკლოვანებათა გამოსასწორებელი ღონისძიებები.
  6. უდიდესი მნიშნელობა ენიჭება სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავებას ბიბლიოთეკასა და ლაბორატორიებში, ამისათვის შექმნილია სპეციალური ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები, სადაც მათ საქმიანობას აკონტროლებენ უნივერსიტეტის დამხმარე სასწავლო პერსონალის წარმომადგენლები.
  7. გარდა ამისა დაინერგა სწავლების ახალი მეთოდები: ე.წ. “გუნდური მეცადინეობები” ჯგუფებს შიგნით, “როლური” მეცადინეობები, ვორგშოპები და ქეისსთაიდები.
  8. <ესევე, ძალზე დიდი მნიშნელობა აქვს იმას, რომ უნივერსიტეტში, გამოცდების ობიექტურად ჩატარების მიზნით, დაინერგა შეფასების არასტანდარტული მეთოდები, ე.წ. “კოლეგათა შეფასება” და “ექსტერნული შეფასება”. შეფასების სწორად წარმართვის ორგანიზებას და კონტროლს უწევს ახლად შექმნილი ე.წ. “საგამოცდო საბჭო”. სწავლებისა და სწავლის ამ ჩამოთვლილი მეთობის დანერგვამ და რეალურად გატარებამ ყოველდღიურად, მოგვცა უფლება ვთქვათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში შესრულებულია ბოლონიის დეკლარაციის მოთხოვნები./li>
  9. სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს “უცხოეთის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის განყოფილება”, რომლის წევრებიც 2002 წელს იყვნენ მივლინებულნი ლონდონში იქაური უნივერსიტეტის მუშაობის დეტალების გაცნობის მიზნით და მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

2001 წლიდან ჩვენი უნივერსიტეტი გახდა ნამდვილი წევრი ისეთი სერიოზული საერთაშორისო ასოციაციისა, როგორიცაა “AMEE” (ევროპის სამედიცინო უნივერსიტეტების ასოციაცია), ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა გვაქვს დამყარებული ლონდონის ორ წამყვან უნივერსიტეტთან “Kings College of University of London” და “Queen Mary University of London”, ეს ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი უნივერსიტეტის წარჩინებულმა სტუდენტებმა იქ გაიარონ საწარმო პრაქტიკა და სტაჟირებები. ჩვენს სტუდენტებს აქვს საშუალება შეისწავლონ მორფოლოგიური საგნები და უცხო ენები კონპიუტერების დისკეტების გამოყენებით, ასევე კომპიუტერზე მუშაობის ტექნიკა - Pentium IV “მოდიფიკაციის ინტერნეტ ცენტრში”.

შექმნილია “სტუდენტთა თვითმმართველობის კომიტეტი”, რომელიც იღებს მონაწილეობას სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო ცხრილების შედგენის პროცესში, ასევე მონაწილეობენ სტიპენდიის შერჩევაში და საერთო საცხოვრებელში ადგილების განაწილებაში და სხვა იმ სოცილური საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც ტარდება სტუდენტების საკეთილდღეოდ.

სისტემატურად ტარდება სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები, რაც ხელს უწყობს მათი ცონდის გაღრმავებას და ამზადებს დიპლომის შემდგომი სწავლებისათვის მაგისტრატურაში, რომელიც იხსნება 2007 წელს ჩვენს უნივერსიტეტში.

თუ ყოველივე ჩამონათვალს დავუმატებთ მაღალი დონის კლინიკური ბაზების არსებობას და თან ისეთი კლინიკებისა, სადაც სტაციონარის პალატები გადაჭედილია პაციენტებით (რაც დიდი იშვიათობაა ამჟამინდელი საქართველოს საავადმყოფოებისთვის), გასაგები გახდება თუ როგორ დაიმკვიდრა უმაღლესი რეიტინგი ქვეყნის სამედიცინო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტმა და რატომ არის მათ შორის აღიარებული ლიდერად.

საქართველო, ქ. თბილისი 0102, უზნაძის № 68;
ტელ.: 956-956; 964-160;
ელ. ფოსტა: alternati@gol.ge
ვებ-გვერდი: http://www.phanaskerteli.ge
Optima Forma © 2004