კომპანიის შესახებ
ჩვენი კომპანია დაარსდა 1994 წელს. არსებობის 12 წლის მანძილზე ჩვენს საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჯანდაცვის ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიების თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით და შესაძლებლობებით აღჭურვა, ლაბორატორიული ტექნოლოგიების მოდერნიზება, თანამედროვე ნაკეთობების პტაქტიკაში დანერგვა, რომლებიც ლაბორატორიული სამუშაოების კომფორტს, სუზუსტეს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ლაბორატორიული ავეჯის წარმოება; დარგის მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიების მიერ წარმოებული ლაბორატორიული პროდუქციის მიწოდება, რასაც თან ახლავს ტექნიკური მომსახურების სრული პაკეტი. 2005 წლიდან ჩვენს ასორტიმენტს დაემატა კრიმინალისტიკური აღჭურვილობა და სპეციალური სახარჯი მასალები.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა, წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებისა და ბიზნესის წარმოების თანამედროვე ხედვის შერწყმის საფუძველზე მომხმარებლები უზრუნველვყოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქციით. გარდა მაღალი ხარისხისა ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა დაბალი ფასებითა და გადახდის მოქნილი სისტემით. მომხმარებელთან თანამშრომლობა წარმოებს როგორც ერთჯერადი შეკვეთებით ისევე წლიური ხელშეკრულებებით.
ჩვენი მომხმარებლები
ჩვენი მომხმარებლები არიან: სახელმწიფო და კერძო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ჯანდაცვის, კვების მრეწველობის, ენერგო სექტორისა და სამრეწველო ლაბორატორიები, საავადმყოფოები, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების საავადმყოფოები და ლაბორატორიები.
ჩვენი კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი ფირმების ინტერესებს წარმოადგენს: ბიო-ოპტიკა (იტალია), მარიენფელდი (გერმანია), ლახემა (ჩეხეთი). ჰაიმედია (ინდოეთი), სტეკლოპრობორი (უკრაინა), ნიტრონი (უკრაინა), ფილისიტ დიაგნოსტიკა (უკრაინა), ნორმა (უკრაინა), გრანუმი (უკრაინა), დიატესტი (უკრაინა), ანალიტ ხელსაწყო (საქართველო), ნინგბო კინგსტიკი (ჩინეთი)
მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მუდმივი პრიორიტეტის ფარგლებში ინტენსიურად ხდება ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა-გაუმჯობესება და მომხმარებლისათვის სულ უფრო მეტად გამრავალფეროვნებული პროდუქციის შეთავაზება.
ყოველწლიურად ვიმარჯვებთ ჩვენსდარგში გამოცხადებულ ტენდერებში. დარგის უმსხვილესი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გარანტირებულად მაღალი ხარისხი, მოქნილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საიმედო და ავტორიტეტული პარტნიორები ჩვენი კომპანიის შემდგომი წარმატებული განვითარების წინაპირობას ქმნის.
|