შ.პ.ს. ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული
კლინიკა „სინთეზი“-ს საქმიანობა
კლინიკა ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდული პირი, რომელიც მონაწილეობს უმწეოთა დახმარების სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაში, თანამშრომლობს სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიასთან.
კლინიკაში დანერგილია მსხვილი სახსრების, მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრის ართროპროთეზირება, ხერხემლის სვეტის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების – სქოლიოზის, ოსტეოქონდროზის, სპონდილოლისთეზის, მალთაშუა დისკის თიაქარის ოპერაციული მკურნალობა, ყველა სახის ტრავმული პათოლოგიის ღია, დახურული, კეროვანი და არაკეროვანი ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდიკა. კლინიკას დიდი გამოცდილება აქვს კომბინირებული და პოლიტრავმის, ასევე მოხუცებულთა ტრავმის მკურნალობაში.
კლინიკა არის საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო – პედაგოგიური ცენტრის საბაზო კლინიკა, რომლის დარგობრივი მოადგილეა თორნიკე ნოზაძე.
თორნიკე ნოზაძეს გამოქვეყნებული აქვს 49 სამეცნიერო ნაშრომი. 2004 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
Optima Forma © 2004
|