Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ეს ნამდვილი ზაზაა! - ფაჩულიას 15 ქულა, 14 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან"

sportall.ge

10:04 23-12-2016

ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტში" საუკეთესო მატჩი ჩაატარა. NBA-ს ლიდერი ოკლენდური გუნდის ქართველმა ცენტრმა სეზონის მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა და "უორიორსს" გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

"გოლდენ სტეიტი" ძირითადი ხუთეულის დაცვის ბურჯის - დრეიმონდ გრინის გარეშე თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ ბრუკლინში "ნეთსთან" 16 ქულით აგებდა. ოკლენდელები, სავარაუდოდ, უფრო მეტითაც წააგებდნენ, ფაჩულიას შედეგიანად რომ არ ეთამაშა. ქართველ ცენტრს პირველ ტაიმში დათმობილ 10 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მოპოვებული და თავის გუნდში ეს შედეგი საუკეთესო იყო.

ზაზას უშუალო ოპონენტ ბრუკ ლოპესზე, რომელიც NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად ითვლება, პირველ ტაიმში უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქართველ მეფარესთან ფარქვეშ ბრძოლას გაურბოდა. ლოპესი სამწამიანში ფაჩულიას დარად შედეგიანი არ იყო და ხშირად ადიოდა პერიმეტრზე. ლოპესმა პირველ ტაიმში 3 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი შორი დისტანციიდან 9-და 4 სამიანი მიითვალა. ბრუკ ლოპესმა საბოლოოდ 28 ქულა დააგროვა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ 5 მიითვალა და მისმა გუნდმა წააგო.

რაც შეეხება ზაზას, ის ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი იყო და საბოლოოდ 14 მოხსნა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია "გოლდენ სტეიტში". ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ქულებშიც, რომელმაც 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში 15 ქულა მოაგროვა და ამას ზედ 4 პასიც მოაყოლა. მთლიანობაში ზაზამ 26 წუთი ითამაშა (ესეც სეზონის მაქსიმუმია) და 15 ქულას, 14 მოხსნას და 4 პასს 1 დაფარებაც მიაბა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
იხილეთ ზაზა ფაჩულიას 15 ქულა "ნეთსთან"
Sportall.Ge

ოკლენდელებმა მასპინძლები წელში მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 39:19 მოიგეს და დასკვნით მეოთხედში საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. 117:101 და "გოლდენ სტეიტი" კვლავ NBA-ს ლიდერია. ზაზასთან ერთად ოკლენდელთაგან კევინ დიურანტი (26 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი) და კლეი ტომპსონი (23 ქულა) გამოირჩნენ. სტეფ კარიმ ქართველი ცენტრის მსგავსად 15 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: ბრუკლინი-გოლდენ სტეიტი 101:117
Sportall.Ge

26 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები NBA-ს ლიდერობენ. გასვლითი ტურის მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 24 დეკემბერს დეტროიტში, "პისტონსთან" ელის. შობა ღამეს კი "გოლდენ სტეიტი" კლივლენდში, მოქმედ ჩემპიონ "კლივლენდთან" ითამაშებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
  • ქალი ფუძის ანგელოზის კვერს აცხობს, მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და მარცვლეულით შემოდის - საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში
  • მსოფლიოს 13 რეიტინგი, რომლებშიც საქართველო 2016 წელს მოხვდა
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • 2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად
  • მოთოვს თუ არა 31 დეკემბერს - ახალი წლის ამინდის პროგნოზი
  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი - ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან
  • „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში“ საქართველო დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • Sportall.ge-ს ვერსიით, გიორგი ჭანტურია 2016 წლის საუკეთესო ლეგიონერია
  • ეს ნამდვილი ზაზაა! - ფაჩულიას 15 ქულა, 14 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან"

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 18285

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი