Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად

ambebi.ge

 

წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 801 302 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა თანხების ზრდას მნიშვნელობა არ ექნება, თუ თბილისის მაცხოვრებლებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდება. 

Ambebi.ge-მ თბილისის მერიას მიმართა და იმ კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი სთხოვა, რის გაკეთებასაც მერია მომავალ წელს გეგმავს. ყველაზე დიდ ხარჯებს დედაქალაქის მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის დახარჯავს. მერიას 2017 წლის ბიუჯეტში ამისთვის განსაზღვრული აქვს 85,5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით 6.8 მლნ ლარით მეტია. 

2017 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა, ბარნოვი, ნუცუბიძე, ჩარგლის ქუჩა და სხვ. 
ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც როგორც მერიაში აცხადებენ, ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

განხორციელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 064,2 ათასი ლარი დაიხარჯება. 2017 წელს ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობების განგანტვირთვას - ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის. 

მარშალ გელოვანის ქუჩა წარმოადგენს ორმხრივი მიმართულების გზას, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლით, მიუხედავად ამისა, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმებიან სარაჯიშვილის ქუჩაზე და გამოდის გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში, ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის ქუჩით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი, მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია ელოდოს კვანძის განტვირთვას, ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი გრძელდება რამდენიმე ასეულ მეტრზე (მიუხედავად მოწყობილი შუქნიშნისა).

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა აღნიშნულ გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის აუცილებლობა. ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას, შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე, ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა.
ამასთან, განხორციელდება ქალაქში არსებული გვირაბების რეაბილიტაცია, ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათ შორის, მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის 1 რეკონსტრუქცია, მდინარე დიღმულაზე მტკვრის შესართავთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეკონსტრუქცია და ა.შ.

მომავალ წელს ასევე იგეგმება სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქცია, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, კაიროს დასახლებაში განხორციელდება მასშტაბური სამუშაოები და ამით ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება.

ჯონი პატარკაციშვილი

Ambebi.g 

  • ქალი ფუძის ანგელოზის კვერს აცხობს, მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და მარცვლეულით შემოდის - საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში
  • მსოფლიოს 13 რეიტინგი, რომლებშიც საქართველო 2016 წელს მოხვდა
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • 2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად
  • მოთოვს თუ არა 31 დეკემბერს - ახალი წლის ამინდის პროგნოზი
  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი - ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან
  • „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში“ საქართველო დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • Sportall.ge-ს ვერსიით, გიორგი ჭანტურია 2016 წლის საუკეთესო ლეგიონერია
  • ეს ნამდვილი ზაზაა! - ფაჩულიას 15 ქულა, 14 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან"

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 18282

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი