Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები

ambebi.ge

თანამედროვე საზოგადოებისთვის ეს პიროვნება კარგად არის ცნობილი. თუ მას არ იცნობთ, მაშინ გაიცანით - ეს 45 წლის ინჟინერი, მეწარმე და ინევსტორი ილონ მასკია. მსოფლიო მას როგორც კომპანია Tesla Motors-ის მფლობელს იცნობს. წლების განმავლობაში ამ ადამიანმა ყველაზე თავქარიანი (ამ სიტყვის კარგი გაგებით) ბიზნესმენის სტატუსი მოიხვეჭა. ის არ ერევა შოუბიზნეში და ძვირადღირებულ "სათამაშოებში" ფულს არ ფლანგავს - ის მეოცნებეა. მეოცნებე, რომელიც მომავალს დღეს ქმნის. მისი ინოვაციური პროექტები ყოველგავრ მოლოდინს აჭარბებს.

ბურღვა
მისი უკანასკნელი ამბიციური გეგმა მიწის საბურღ სამუშაოებს ეხება. პროექტის შესახებ მან Twitter-შიც დაწერა: "ეს საცობები მე გამაგიჟებს. მე ვაპირებს მიწის საბურღი მანქანის აწყობას და მიწის თხრის დაწყებას". მასკმა ახალ წამოწყებას სლოგანიც მოუფიქრა Boring, itʼs what we do - ბურღვა, აი რას ვაკეთებთ ჩვენ. მან საკუთარი ძირითადი პროექტების სიაში შესაბამისი შესწორება უკვე შეიტანა: Tesla, SpaceX, Tunnels (yes, tunnels) & OpenAI. სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამ პროექტზე ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

OpenAI
ილონ მასკის თქმით, მის მისწრაფებებზე და იდეებზე უდიდესი შთაბეჭდილება, ამერიკელმა მწერალმა-ფანტასტმა აიზეკ აზიმოვმა მოახდინა. მისი დაინეტრესება ხელოვნური ინტელექტის მიმართ სწორედ აიზიმოვის წიგნებმა განაპირობა. მასკის მიერ დაარსებული კომპანია OpenAI სწორედ ხელოვნური ინტელექტის შექმნით არის დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია, რომლის შტატიც 10-მდე ადამიანს ითვლის, რაიმე კონკრეტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.

Hyperloop
ვაკუუმში მოძრავი ელექტრომატარებლების იდეა მასკმა 2012 წელს წამოაყენა. საკუთარი წინადადება მან აშშ-ის მთავრობის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის California High-Speed Rail საპასუხოდ წამოაყენა. გეგმით, ახალმა რკინიგზამ 2029 წლისთვის ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო უნდა დააკავშიროს. ილონმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკა და მას ყველაზე ნელი (322 კმ/სთ) და ყველაზე ძვირადღირებული (68,4 მლრდ დოლარი) რკინიგზა უწოდა.



2013 წელს მან ძალზე თამამი და ინოვაციური პროექტი Hyperloop წარმოადგინა. პრეზენტაციამ 58 ფურცელი მოიცვა. აღწერის თანახმად ადამიანები სპეციალური კაფსულით იმგზავრებენ, რომელიც თავის მხრივ, ვაკუუმში გადაადგილების შედეგად თვითმფრინავებზე ორჯერ და ჩქაროსნულ მატარებლებზე 3-4-ჯერ სწრაფად იმოძრავებს. ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე არსებული 561 კმ-იან მონაკვეთს უცნაური მატარებელი 30 წთ-ში დაფარავს. პროექტს ფინანსური მხარეც ახლდა, სადაც მოყვანილი ციფრებით მასკი ამტკიცებდა, რომ მისი რკინიგზა California High-Speed Rail-ზე 10-ჯერ იაფი იქნებოდა.
2016 წლის მარტში ვაკუუმური მატარებლის პირველი გამოცდა ჩატარდა. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას მაკეტმა მხოლოდ 1 წმ მოანდომა.

SpaceX
2002 წელს დაარსებულმა SpaceX-მა საყოველთაო ცნობა 2008 წელს NASA-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიპოვა. კომპანიის მიზანი კოსმოური ფრენების ხელმისაწვდომობა და მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების შექმნაა. SpaceX-ის ინჟინრებმა უკვე შექმნეს Falcon 1 და Falcon 9-ის ტიპის რაკეტები და სატვირთო კოსმოსური ხომალდი Dragon.



2010 წელს Dragon-მა დედამიწის ორბიტაზე წარმატებით იმოგზაურა. ორი წლის შემდეგ კი ის პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც საერთაშორისო ორბიტულ სადგურს შეუერთდა. 
ილონ მასკისთვის SpaceX-ი ხელმისაწვდომ კოსმოსთან ერთად, სხვა პლანეტების შესწავლის შესაძლებლობაც არის. ის მარსის კოლონიზაციის იდეით არის შეპყრობილი. 2016 იანვარში მან განაცხადა, რომ 2020-2025 წლისთვის მარსზე პირველ ადამიანს გაგზავნის - "ადრე თუ გვიან ჩვენ ამ მოლურჯო-მოცისფრო სფეროს ფარგლებს უნდა გავცდეთ".

Tesla Motors
ინოვაციურობის მიუხედავად, ზედიზედ უკვე ხუთი წლის განმავლობაში Tesla Motors-ი წაგებაზე მუშაობს. 2015 წელს ფინანსურმა ზარალმა რეკორდულ მაჩვენებელს - 900 მლნ დოლარს მიაღწია. წაგების მიუხედავად, მასკის Tesla Motors-ი მთავრობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს: საგადასახადო შეღავათები ნევადას შტატისგან, ელექტროქარების მხარდამჭერი კანონპროექტის ფარგლებში კალიფორნიის შტატისგან მიღებული 500 მლნ დოლარი, 465 მლნ დოლარიანი კრედიტი აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსგან. თუმცა შემდეგი ეტაპი ყველაზე შთამბეჭდავია - ახლადარჩეული დონალდ ტრამპი მასკის დანიშნვას ეკონომიკის დარგში მრჩევლოს პოზიციაზე აპირებს.
რამდენიმე წელიწადში Tesla Motors-ი წელიწადში ნახევარი მილიონი ელექტროქარის გამოშვებას და წარმოების გაფართოებას აპირებს. ასევე გაუქმდება Tesla-ს სადგურებზე ელექტროქარების უფასო დამუხტვის სერვისიც.



X.com
ახლა ჩვენ სტატიის ყველაზე საინტერესო ნაწილამდე - მასკის იმპერიის სათავემდე მივედით. 1996 წელს, ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა გამომგონებელმა კომპანია Zip2 დაარსა. ის საინფორმაციო სააგენტოებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდა. სამ წელიწადში მასკმა კომპანია 308 მლნ დოლარად გაყიდა. მიღებული თანხის ნაწილი მან X.com პროექტში ჩადო, რომელიც პერსონალური ელექტრონული ფულადი გზავნილების უსაფრთხოებით იყო დაკავებული.



2000 წელს X.com-ი ფირმა Confinity-სთან გაერთიანდა, რომლის ერთ-ერთ განყოფილებას PayPal-ი ერქვა. ახალი ალიანსი წარმატებით მოქმედებდა, თუმცა ბრენდთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, დირექტორთა საბჭომ ილონ მასკი საქმეს ჩამოაშორა. საბოლოოდ მთლიან კომპანიას PayPal-ი უწოდეს და 2002 წელს 1,5 მლრდ დოლარად გაყიდეს. 11,7 %-ის აქციების მფლობელმა ილონმა კუთვნილი 165 მლნ დოლარი მიიღო. კოსმოსური SpaceX-ისა და ელექტროგიგანტ Tesla-ს საწყისი კაპიტალი სწორედ ეს 165 მლნ გახდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE 

  • გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობკორპორაციის ფინანსური ანალიტიკოსია
  • რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება
  • როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები
  • დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის
  • 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები 'საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'
  • ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ
  • ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში
  • საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • ჯიმი ტაბიძე: 'ურალის' მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • ფიბა-მ ევრობასკეტი 2017-ის მატჩების დრო დანიშნა

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 5441

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი