Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ქალი ფუძის ანგელოზის კვერს აცხობს, მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და მარცვლეულით შემოდის - საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

ambebi.ge

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის დახვედრის სხვადასხვაგვარი ტრადიცია არსებობდა, რომელებსაც ადამიანები პირნათლად ასრულებდნენ. ტრადიციებს დღესაც პატივს სცემენ, თუმცა ზოგიერთმა ტრადიციამ სახე იცვალა. ადათ-წესებს ყველაზე მყარად მაინც მთა ინარჩუნებს...

ხევსურეთი
ხევსურები ახალი წლის დღესასწაულს "წელწადს" უწოდებენ და დიდი სამზადისით ეგებებიან. ხდიან არაყს, ხატში კი ლუდს დასტურები ხარშავენ. როგორც ამბობენ, ოჯახში დედა საახალწლო კვერებს აცხობს. სამეკვლეო კვერი საკმაოდ დიდია, რომელზეც ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი უნდა იყოს გამოსახული. კვერის გამოცხობისას რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ოჯახში ის გამრავლდება... 
მერე დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის ბედის კვერებს აცხობს: თითოეულს თავისი ნიშანი აქავს გამოსახული, ვისი კვერიც აფუვდება, იმ წელიწადს ის ადამიანი იღბლიანი იქნება. დღესასწაულზე მამაკაცები ხატში იკრიბებიან. 

ფშავი
მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი იღვიძებს, ოჯახს ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუწყობს. ოჯახიდან ერთ-ერთი წყალზე უნდა წავიდეს (ყოველ შემთხვევაში, წინათ ასე იყო) თან "ნაყრი" - ყველი და პური წაიღოს და წყალში ჩააგდოს და სამჯერ თქვას: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო". იმ წყალს დიასახლისი სუფრასთან დადგამს და დაილოცება, შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლსა და ხილს გაასინჯებს, "დააბერებს". მერე გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიანით სავსე ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების მობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას, სახლიდან არავინ გადის და დიასახლისი ხინკლის კეთებას იწყებს.

თუშეთი

თუშები ახალი წლის დღესასწაულს "წელწდობას" უწოდებენ, რომლის მიმართაც უდიდეს მოწიწებას იჩენენ და ასევე ეგებებიან.
სადღესასწაულოდ სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ. აცხობენ ერთგულიან კოტორს, რომელსაც "ქრისტეს საგძალნ" ჰქვია. აცხობენ საქონლის კვერებს: ხარისას რქები აქვს გამოსახული, ძროხისას - ჯიქანი, ცხვრისას - დუმა, ცხენისას კი - ნალის ფორმა. კვერებს ხონჩაზე დაალაგებენ, რომელზეც აწყობენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ ტაბლას მეკვლის მოსვლამდე არ ეკარებიან. დიასახლისი აგრეთვე სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და "კერის კვერს" აცხობს.
ირჩევენ მეკვლეს. მას პური მოაქვს, რაზეც უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და ტკბილეული, ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!" 

მესხეთ-ჯავახეთი

საღამოს დიასახლისი საახალწლო კვერების გამოცხობას იწყებს... პირველად ბასილას გამოაცხობს, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები უნდა ჰქონდეს. ძველად დიასახლისი "ბანის პურებსა" და "ქათამ-წიწილას" პურებს აცხობდა, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც: ცელს, გუთანს, ძროხის ჯიქანს, პურისა და ქერის ორმოს. ოჯახის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში იდო ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს შემოულაგებდნენ. ტაბლაზე დებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას, ამ ყველაფერს კი ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა. მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; "ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმინდა ბასილას მადლი." 

ქართლ-კახეთი

აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღით ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს წყალს და ეზოში მოასხამდნენ. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი იყო, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში ხელდამშვენებული შედიოდა: მიჰქონდა დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული. ზოგჯერ ცოცხალი ქათამიც. მეკვლე გადააბიჯებდა თუ არა ზღურბლს, მიმოაბნევდა ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი ყოფილიყო. 

იმერეთი 

მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა, ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა ოჯახის ყველაზე ხანდასმულ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.

გურია-სამეგრელო
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფის სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს უთენია ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, ახალი წლის მოსალოცად სახლიდან გარეთ გადის. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ, სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც აწყვია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა ნუგბარი. 
საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებს". 
გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს, ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ მიდიან. დაილოცებიან და შემდეგ სახლისკენ მიემართებიან, ოჯახის წევრებს ულოცავენ. 

რაჭა
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს - ძველისთვის. აცხობენ ასევე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერიას", რომელსაც სხვადასხვა სახით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა,  ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის''. შემდეგ წყლის მოსატანად წავა. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერიას" უნაწილებენ. 

სვანეთი
ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩააწყობენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოჰკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE 

  • ქალი ფუძის ანგელოზის კვერს აცხობს, მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და მარცვლეულით შემოდის - საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში
  • მსოფლიოს 13 რეიტინგი, რომლებშიც საქართველო 2016 წელს მოხვდა
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • 2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად
  • მოთოვს თუ არა 31 დეკემბერს - ახალი წლის ამინდის პროგნოზი
  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი - ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან
  • „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში“ საქართველო დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • Sportall.ge-ს ვერსიით, გიორგი ჭანტურია 2016 წლის საუკეთესო ლეგიონერია
  • ეს ნამდვილი ზაზაა! - ფაჩულიას 15 ქულა, 14 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან"

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 18279

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი