Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ჯიმი ტაბიძე: 'ურალის' მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო

sportall.ge

ჯიმი ტაბიძე რუსეთში რომ ისინჯებოდა, ეს სიახლე იქაურმა მედიამ გაავრცელა. 20 წლის მცველი ბელგიურ "გენტში" 2015 წელს "საბურთალოდან" გადავიდა, თუმცა დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, მთავარ გუნდში კი ვერა და ვერ დაწინაურდა. 


ტაბიძე ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იანვარში, უზბეკეთსა და იორდანიასთან ამხანაგური შეხვედრებისთვის მიიწვია. შეკრების შემდეგ ტაბიძე ბელგიის ნაცვლად, "ურალში" აღმოჩნდა - ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგელის შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე "უფასთან" ითამაშა. 

მაგრამ რუსული სააგენტო TACC-ის ცნობა, თითქოს ახალგაზრდა ქართველი "ურალში" ისინჯებოდა, არასწორი გამოდგა. ეს ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა.

"სინამდვილეში, ჯიმი ტაბიძე "ურალში" გასინჯვაზე არ წასულა. მისით დაინტერესებულია გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ტარხანოვი. რუსები კვიპროსში ემზადებიან, სადაც ოთხშაბათს მე და ტაბიძის აგენტი ჩავფრინდებით და კლუბის პრეზიდენტს დაველაპარაკებით. აქამდე ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებდით და ტარხანოვმა გვითხრა, თავად მაინც ჩამოვიდეს, ჩვენთან იყოს, ივარჯიშოს და გუნდს შეეგუოსო. მას ჯიმი ძალიან მოსწონს და დაინტერესებულია, რომ ბელგიურ მხარესთან ყველა საჭირო საკითხი მოაგვაროს", - ამბობს ჯაკობია.

მისივე თქმით, ეკატერინბურგულ კლუბს ორი ვარიანტი შესთავაზეს: "ახლა ლაპარაკია "გენტიდან" მის 6-თვიან იჯარაზე ან ტრანსფერის გამოსყიდვასა და 1,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე. იმედია, რუსული კლუბის ხელმძღვანელთან შევთანხმდებით და "გენტის" დუბლების ნაცვლად, რუსეთის პრემიერლიგის გუნდში დარჩება.

ტაბიძე ნიჭიერი ბიჭია და ასეთ დონეზე თამაში და გამოცდილება აუცილებლად წაადგება".

გუშინ გვიან თავად ჯიმი ტაბიძესთან კვიპროსში დაკავშირებაც მოვახერხეთ:

- როგორც შევიტყვეთ, გასინჯვის ნაცვლად, "ურალთან" მიმდინარეობს მოლაპარაკება ტრანსფერის გამოსყიდვაზე...
- დიახ, ასეა. გასინჯვაზე სიტყვაც არ თქმულა.

- აბა, რუსულ მედიაში რატომ დაიწერა, თითქოს ისინჯებოდით?
- საქმე ისაა, რომ "გენტთან" კონტრაქტი 6 თვის შემდეგ მიმთავრდება და საერთოდ არ მსურდა, ჩემი გვარი გაჟღერებულიყო. მაგრამ დაწერეს და 
თანაც - ასეთი უცნაური ინტერპრეტაციით. გუნდის შეკრებაზეც მენეჯერებთან ერთად 8 თებერვალს უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ მწვრთნელმა მითხრა - თუ შეგიძლია, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო. 

- უფრო რეალური იჯარით გადასვლაა თუ ტრანსფერის გამოსყიდვა?
- პირადად მე, ექვსთვიანი იჯარა მირჩევნია. 

- რატომ?
- იჯარის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გავხდები და "ურალი" უპრობლემოდ ამიყვანს. ტრანსფერის გამოსყიდვაზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან არავინ იცის, რა თანხას მოითხოვენ ბელგიელები. 

- "გენტში" დარჩენა აღარ გსურთ?
- ცხადია, ბელგიის მთავარ ლიგაში და "გენტის" მთავარ გუნდში რომ მეთამაშა, წასვლაზე არც ვიფიქრებდი, მაგრამ იქ დუბლებში ყოფნას რუსეთის პრემიერლიგაში თამაში მირჩევნია. დამიჯერეთ, აქ ფინანსები არაფერ შუაშია, 20 წლის ვარ და ჩემთვის დუბლების დონეზე დარჩენა აღარ შეიძლება. 

- რუსებმა იჯარაზე უარი რომ თქვან?
- იმედია, მოლაპარაკება ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდება. გამოსავალი უნდა არსებობდეს. 

- "გენტში" თამაში კარგად დაიწყეთ, საკონტროლო შეხვედრებშიც მონაწილეობდით და თითქოს, პერსპექტივაც გამოჩნდა, მაგრამ 2016 წლიდან უცნობი მიზეზის გამო საქმეები აგერიათ. ასეთი რა მოხდა?
- თავიდან მართლა ყველაფერი კარგად მიდიოდა. დიდი კონკურენცია იყო და გამოუცდელ მოთამაშეს ვერ მენდობოდნენ, მაგრამ შანსი მაინც ჩანდა. ყველაფერი ერთი უიღბლო შემთხვევის შემდეგ აირია. საქმე ისაა, რომ შარშან გაზაფხულზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე მოვემგზავრებოდი, როცა სტამბოლის აეროპორტში საფულე ამომაცალეს თუ დავკარგე, იქ კი პასპორტი მქონდა. სანამ ახალი პასპორტი გავაკეთე, ამასობაში ევროპას ტერაქტების სერიამ გადაუარა და ვიზების გაცემა გართულდა. ამის გამო 3 თვე გამიცდა. როცა დავბრუნდი, ისეთი დამოკიდებულება აღარ იყო ჩემ მიმართ, როგორიც თავიდან. 

- ბელგიური პერიოდით უკმაყოფილო ხართ?
- არა, რატომ? იქ თამაშის დამსახურებაა, ეროვნულ ნაკრებში რომ ვითამაშე. სხვათა შორის, პირადად ჩემით ვაისი კმაყოფილი დარჩა, რამაც გამახარა. ბელგიაში საგრძნობლად გავიზარდე, ბევრი ვისწავლე და ავითვისე. თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე წასვლამდე. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" 

  • გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობკორპორაციის ფინანსური ანალიტიკოსია
  • რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება
  • როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები
  • დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის
  • 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები 'საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'
  • ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ
  • ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში
  • საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • ჯიმი ტაბიძე: 'ურალის' მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • ფიბა-მ ევრობასკეტი 2017-ის მატჩების დრო დანიშნა

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 277

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი