Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
რა შეცდომებს უშვებენ უძრავი და მოძრავი ქონების დაგირავებისას

https://bpn.ge

10 ნოემბერი / 2017

უძრავ-მოძრავი ქონების დაგირავებისა და იპოთეკით დატვირთვის დროს რამდენიმე პრობლემა იკვეთება, რომელზეც დამგირავებლები ხშირად ყურადღებას არ ამახვილებენ
რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულების გაფორმების დროს, რათა საკუთარი ქონება ან თანხა არ დაკარგოთ. ამ საკითხებზებიზნესპრესნიუსიადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა.
ირაკლი უტიაშვილიმოძრავი ქონების დაგირავებისას სხვადასხვა სახის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზაცია, სადაც მოქალაქე ნივთს აგირავებს, ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს, რათა მისი დაკარგვის საშიშროების წინაშე არ დადგეს.
პირს დაუგირავებია ძვირფასეულობა, კომპანია კი გაკოტრებულა და ეს ნივთები დამგირავებელს დაუკარგავს. ასეთი შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში არაერთი ყოფილა
ამ თვალსაზრისით შესაძლებელია ნივთების მიზანმიმართულ მისაკუთრებასთან გვქონდეს საქმე. ეს უფრო თაღლითობაა, მაგრამ ნივთების დამგირავებელი შესაძლებელია ასეთი პრობლემის წინაშეც დადგეს. ამ შემთხვევებს მასიური სახე არ აქვს, თუმცა პრაქტიკაში მქონია.
რაც შეეხება ბინის იპოთეკით დატვირთვას. ამ შემთხვევაში რა პრობლემები იკვეთება?
იპოთეკის შემთხვევაში ბინის მესაკუთრესა და მსესხებელს შორის, იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება იდება. ბინის მესაკუთრემ თანხა თუ ვერ დაუბრუნა, მაშინ გამსესხებელს შეუძლია უძრავი ქონების რეალიზაცია მოითხოვოს
პრაქტიკიდან რამდენიმე შემთხვევას გამოვყოფდი. ბინის მესაკუთრემ თანხის გამსესხებელს აჩვენა სხვა უძრავი ქონება, ხოლო შემდეგ ნოტარიუსთან ხელშეკრულება მიწის ნაკვეთზე გააფორმა
ბოლოს როდესაც ხელშეკრულება გაიშიფრა, აღმოჩნდა რომ იპოთეკაში მიწა იყო ჩადებული, რომლის ღირებულება ხუთჯერ ნაკლები იყო. მიწის ნაკვეთის რეალიზებისას კი პირი იმ თანხას, რა თანხაც გაასესხა, ვერ ამოიღებდა.
ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ძვირფასეულობასთან დაკავშირებული შემთხვევები.
ყველა გამსესხებელს ვურჩევდი, მიმართოს ადვოკატს, მიიღოს სწორი კონსულტაცია და საქმის ვითარებაში გაერკვეს.
რამდენად ხშირად გირავდება ავტომობილი და ამ კუთხით რა პრობლემებია?
ავტომობილის შემთხვევაში პროცენტი ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში პრობლემები მოგირავნეს უფრო შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე დამგირავებელს. უმეტეს შემთხვევაში დაგირავებისას მესაკუთრეს ავტომობილის სარგებლობის უფლება უნარჩუნდება. ხშირად ხდება, როდესაც ამ ავტომობილს გადამალავენ, დაშლიან, შემდეგ კი ლობარდს ამ თანხის ამოღება უძნელდება.
ხელშეკრულებაში წერია, რომ პირს უფლება არ აქვს მანქანა თვითნებურად მწყობრიდან გამოიყვანოს, თუმცა მიზანმიმართულად დაეჯახა თუ არა, ამის მტკიცება ძნელია
როგორც წესი ლომბარდი ძალიან მაღალ პროცენტი ითხოვს და ვერ გადახდის შემთხვევაში ჯარიმებიც ძალიან მაღალია. ამ შემთხვევში ლომბარდი იქცევა არაკეთილსინდისიერად
ხშირად ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ ავტომობილის მესაკუთრე პროცენტის გადახდის ვალდებულებას თუ დაარღვევს, მაშინ ავტომობილი მოგირავნის საკუთრებაში გადავა, ხოლო სამართლებრივი დავა შეწყდება. ამიტომ ავტომობილის მესაკუთრემ ეს რისკიც უნდა გაითვალისწინოს და ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტის არსებობას ერიდოს
გარდა ამისა, შესაძლებელია ხელშეკრულებაში ასევე ისიც იყოს მითითებული, რომ მიუხედავად ავტომობილის საკუთრებაში მიღებისა, სამართლებრივი ურთიერთობას მაინც არ ამოწუროს და შეუძლია დამატებითი თანხაც მოითხოვოს.
ლიკა ამირაშვილი

  • რამ გამოიწვია საწვავის გაძვირება საქართველოში?
  • ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება
  • ლარის დევალვაციას ეკონომიკური საფუძველი არა აქვს, ვიღაც ამ ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს
  • სიგიჟე! 500 ცხენის ძალა მომავალ BMW M3-ში!
  • რა შეცდომებს უშვებენ უძრავი და მოძრავი ქონების დაგირავებისას
  • საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 7698

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,