Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა

http://www.ambebi.ge

"კრემლის სია" ვაშინგტონისგან არამეგობრული აქტია" - ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი სია, რომელშიც პუტინთან დაახლოებული 114 პოლიტიკური ფიგურა, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო კორპორაციის მეთაურები, სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები და რუსეთის მოქალაქე მსხვილი ბიზნესმენები - სულ 210 ადამიანი მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ დამატებით სანქციებს ჯერჯერობით არ დაუწესებს, პუტინი მიიჩნევს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს და რაც მთავარია, საერთაშორისო პოლიტიკაზეც უარყოფითად აისახება.

მისივე თქმით, "ამერიკული სია" არ უნახავს, თუმცა, უკვირს, რომ ამ "შავ სიაში" თავად არ არის... Обидно, слушай (მისმინე, საწყენია) - განაცხადა კავკასიური აქცენტით, რატომღაც იუმორის ხასიათზე მოსულმა რუსეთის ლიდერმა, რასაც მისი კრიტიკოსებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

"
პრეზიდენტი აგონიაშია" - ასე შეაფასეს რუსმა პოლიტოლოგებმა პუტინის არაადეკვატური განწყობა. ქვეყნის ლიდერმა ასევე დასძინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო ღონისძიებების განხორციელებას არ გეგმავს...

პუტინის თქმით, სისულელეა რუსეთის ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან გაიგივება. "ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი დიდი სურვილია ამერიკასთან ურთიერთობა დარეგულირდეს... არ დაგიმალავთ, ველოდით ამ სანქციას და მზად ვიყავით, საკმაოდ სერიოზული საპასუხო ნაბიჯები გადაგვედგა, რათა ჩვენი ურთიერთობები ნულამდე შემცირებულიყო..." - აღნიშნა პუტინმა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 96 ოლიგარქია შეყვანილი, ყველა მათგანის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ სიაში ერთი ქართული გვარიც აღმოჩნდა - ეს არის რუსეთში მცხოვრები მილიარდერი ალექსანდრე ჯაფარიძე.

"
რუსეთის მაფიოზი", "ქართველი ბიზნესმენი - სუფთა რეპუტაციით" - ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ეპითეტებით მოიხსენიებდა რუსული მედია მას წლების განმავლობაში. დაღესტანში დაბადებული ქართული წარმოშობის ბიზნესმენის ქართულ კავშირებზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მოიხსენიება...

რუსეთის ბიზნეს წრეებში აღიარებული და გავლენიანი ჯაფარიძე 1955 წელს, დაღესტანის დედაქალაქ მაჰაჩყალაში დაიბადა. მან მოსკოვის ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების, გუბკინის სახელობის ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც გეოფიზიკის ცენტრალურ ექსპედიციაში დაიწყო მუშაობა.

1980-
იან წლებში ის ექსპედიციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, შემდეგ იმ დროისთვის გავლენიან კომპანია ПетроАльянс-ში გადაინაცვლა, სადაც პრეზიდენტის პოსტი ეჭირა, შემდეგ კი Lukoil-ში აღმოჩნდა, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე. უფრო მოგვიანებით, 2004 წელს Lukoil-ის საბურღი შვილობილი კომპანია 130 მილიონ დოლარად შეიძინა და Eurasia Drilling Company-ად გადააქცია.

ამჟამად ის რუსეთში სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი და მსხვილი აქციონერია. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 1,56 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული "ოლიგარქების სიაში" ის მეოცე ნომერია.

პუტინთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობის მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, არც კავკასიასთან ახლო კავშირებით გამოირჩევა. მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ უყვარს მაგიდის ჩოგბურთი და ძველი ღვინოებისა და ხანჯლების ძალიან ძვირფასი კოლექცია აქვს... ასევე ჰყავს ცოლი და 5 შვილი, - უფროსი - გიორგი, შემდეგ - ტყუპი ვაჟები - იული და ვანო და გოგონები, - ნანა და ასია... ჰყავს რამდენიმე ძალიან ახლო ქართველი მეგობარი, თუმცა, ამის აფიშირებას არასდროს აკეთებს.

ცნობილია, რომ მილიარდერი იახტების დიდი მოყვარულია. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო იახტა მან 2016 წელს შეიძინა. როგორც ვარაუდობენ, ჯაფარიძემ იახტაში, სახელწოდებით Here comes the Sun, სავარაუდოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მილიარდერი იახტებს საყვარელი ჯგუფის - The Beatles-ის სიმღერების მიხედვით არქმევს სახელებს. 2005 წელს მას ჰყავდა იახტა, სახელწოდებით Let it be, რომელიც ახლა ბიზნესმენის მეგობარს ეკუთვნის. 2011 წელს ჯაფარიძემ ახალი იახტა ააწყობინა, სახელად Imagine - ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის პატივსაცემად.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

  • სტალინის პასუხი "კოკა-კოლას" და მიტროფანე ლაღიძე - "ლიმონათების გენიოსი"
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • "ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • სკოლებში შესაძლოა რელიგიის გაკვეთილები აღდგეს
  • ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
  • თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ
  • 5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია
  • "ყველა ჩხუბისკენ მომიწოდებდა, ერთადერთი ვინც ყვიროდა - "არა", ჩემი მეუღლე იყო..." - საინტერესო ფაქტები ზაზა ფაჩულიას შესახებ

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 15041

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,