Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
სკოლებში შესაძლოა რელიგიის გაკვეთილები აღდგეს


 

ძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის. სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრი აცხადებს. 

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო სკოლებში შექმნილი აგრესიული ფონის დაწევას, რა პასუხისმგებლობები შეიძლება დაეკისროს მშობლებს შვილების ქცევის გამო, იქნება თუ არა სკოლებში საპოლიციო კონტროლი და კონკრეტულად, რა სიახლეებს გეგმავს ახალი მინისტრი განათლების სისტემაში, „ინტერპრესნიუსი“ მიხეილ ჩხენკელს ესაუბრა.  

-სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო. ეს ბევრ რამეს გულისხმობს. ვიცით, რომ მანდატურის სამსახურის გაძლიერება მოხდება. საკანონმდებლო კუთხით მთელი რიგი ცვლილებები შეიძლება გატარდეს, რომ მანდატურის სამსახურის, მათი კვალიფიკაციისა და გადამზადების მხრივ გაუმჯობესდეს სიტუაცია. მათი ურთიერთთანამშრომლობა საპატრულო პოლიციასთან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. მაგრამ არანაირ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს სკოლაში პოლიციური რეჟიმის დამყარებას, რამეთუ პოლიციური რეჟიმი კიდევ უფრო მეტ აგრესიას იწვევს. ზოგადად, ბულინგის, ძალადობის, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ძალისმიერი მეთოდებით. უნდა მოხდეს ამ პრობლემების დაძლევა და აღმოფხვრა განათლებით, შემოქმედებითი აქტივობებით, ინფორმაციის გავრცელებით და სპორტით. კონკრეტულად გეტყვით რა ხდება ამ მიმართულებით და რა გავაკეთეთ უკვე. მე და ჩემმა კოლეგამ, კულტურის და სპორტის მინისტრმა გავაკეთეთ განცხადება ერთობლივი პროექტის შესახებ. ეს იქნება ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს სპორტულ შეჯიბრებებს და მოიცავს ყველა სკოლას. ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროგრამებში. კერძოდ, სკოლებში ჩატარდება შეჯიბრებები სპორტში, ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება აირჩიოს სპორტის ესა თუ ის სახეობა, რომელიც მას აინტერესებს. პირველ ეტაპზე შეჯიბრებები იქნება სკოლებში, შემდეგ სკოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს და საუკეთესოებს ექნებათ საშუალება, თავიანთ უცხოელ თანატოლებს შეეჯიბრონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ახალგაზრდებმა თავიანთი ენერგია უნდა დახარჯონ სწავლა-განათლებაში, შემოქმედებით აქტივობებში და სპორტში. ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება არის ერთ-ერთი ფორმა, რომ დაიძლიოს ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სკოლებში გვაქვს. 

 ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანიებით თქვენი წინამორბედიც საკმაოდ გამოირჩეოდა, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა. ვიცით, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები სკოლებში, ფაქტობრივად, არ ტარდება, მოსწავლეები სპორტულ დარბაზებში არ ჩაჰყავთ, რესურსი კი იხარჯება. რას გეგმავთ ამ მიმართულებით? 
- ეს საბედნიეროდ, ყველა სკოლას არ ეხება, მაგრამ არის ეს პრობლემა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ყველა სკოლაში უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სკოლას ჰქონდეს სპორტული ინფრასტრუქტურა რაღაც სახეობაში მაინც. ფიზკულტურის გაკვეთილების გაძლიერება ზოგადად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისთვის და ამ მიმართულებით კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ. 

- სკოლებში უსაფრთხო გარემოს და მანდატურის ფუნქციებს რომ დავუბრუნდეთ. ბოლო წლების განმავლობაში მანდატურის ფუნქციები შესუსტებულია. რა ცვლილებებს გეგმავთ ამ მიმართულებით?
- პირდაპირ გეტყვით, არც მანდატური უნდა იყოს დირექტორს დაქვემდებარებული და არც დირექტორი უნდა ექვემდებარებოდეს მანდატურს. ეს უნდა იყოს ერთი გუნდი და გუნდურად უნდა მოხდეს პრობლემების დაძლევა. მჭიდრო თანამშრომლობაზე პატრულთან უკვე გითხარით, უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში უკვე სერიოზული საკითხების განხილვა მოხდა. ეკიპაჟები პატრულირებენ სკოლებთან, მიმდებარე ტერიტორიაზე. 

- რამდენად ეფექტურია ეს პატრულირება და რამდენი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა შეძლო პატრულმა და მანდატურმა ამ თანამშრომლობის ფარგლებში? და რამდენად ხშირია სკოლებში პატრულის გამოძახების ფაქტები, როდესაც მანდატური ვერ ახერხებს სიტუაციის განმუხტვას?
- სკოლებში პატრულის გამოძახება საბედნიეროდ, ხშირად არ გვჭირდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ პატრულს ხედავენ, ეს უკვე პრევენციის მექანიზმია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია. პრობლემა სინამდვილეში ძალიან სიღრმისეულია. 
- როგორ აპირებთ ამ სიღრმისეული პრობლემის დაძლევას?

- ერთი მიმართულება ამ პრობლემის დასაძლევად არის ინფორმირება. ინფორმაციის ქონა ეხება როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებს. ძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის. სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია. საზოგადოებაშია დასაწევი აგრესიის ფონი. ოჯახში რომ მშობელმა უნდა მოუსმინოს ბავშვს მინიმუმ 15 წუთი დღის განმავლობაში, ეს აუცილებელი რეკომენდაციაა. გეტყვით, კონკრეტულად რა გავაკეთეთ. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ჩვენს მოწინავე ფსიქოლოგებთან. მათთან ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები და გავაკეთეთ სამი ტიპის ფლაერი, რომელიც სკოლებს უკვე დაეგზავნათ ელექტრონული ფორმით. ბეჭდური ფორმითაც უკვე დავიწყეთ გავრცელება და ცოტა ხანში, როცა სამივე ტიპის ფლაერი დაიბეჭდება, ისინი აბსოლუტურად ყველა სკოლას, ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს და მშობლებს დაურიგდება. ამ ფლაერებზე არის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამ პრობლემის აღმოფხვრაში. მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს იმაში, რომ ძალადობა არანაირი ფორმით სკოლაში არ იყოს. 

- რაც შეეხება კიდევ ერთ თემას - დეკემბრის დასაწყისში კათალიკოს პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, სკოლებში უნდა იყოს რელიგიის ისტორია და სულიერების საკითხები. ხომ არ იგეგმება რელიგიური სწავლების აღდგენა?

- მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ. 

"ინტერპრესნიუსი" 

 

  • სტალინის პასუხი "კოკა-კოლას" და მიტროფანე ლაღიძე - "ლიმონათების გენიოსი"
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • "ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • სკოლებში შესაძლოა რელიგიის გაკვეთილები აღდგეს
  • ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
  • თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ
  • 5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია
  • "ყველა ჩხუბისკენ მომიწოდებდა, ერთადერთი ვინც ყვიროდა - "არა", ჩემი მეუღლე იყო..." - საინტერესო ფაქტები ზაზა ფაჩულიას შესახებ

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 15121

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,