Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
"ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა

http://www.ambebi.ge 

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს "იაფი პროცედურა იქნება".
რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი პერიოდი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნული სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება.

"
რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან

"
სამეტაპიანი რეფორმა არ გულისხმობს, რომ ტაქსის საფასური გაიზრდება ან ვინმე სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება. ნებისმიერი მცდელობა, რომ ტაქსების რეგულირების საკითხი გადაიყვანონ ამ ფორმატში, არასწორია. ჩვენი მთავარი მიზანია, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სფერო, მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოება იყოს დაცული და ასევე უსაფრთხო იყოს ტაქსით გადაადგილება. რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, ამ მიმართულებით მათ დაწყებული აქვთ მუშაობა, კერძოდ, ტაქსების რეგულაციაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს კანონს, რის შემდეგაც საკრებულოს შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება ექნება და მერია ტაქსების აღრიცხვიანობას დაიწყებს.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებაში ჩართულები არიან უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ევროპისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ეხმარება მერიას. ბითაძის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. მისივე თქმით, მეორე მხრივ, რეფორმა დაეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გააჩნია.

ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია "ევროპული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის მიერ გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ათასობით ადამიანს საკუთარი ავტომანქანის ტაქსის მიზნით გამოყენების შესაძლებლობას გაურთულებს.

"
ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის რეგრესული ნაბიჯია. მთელი მსოფლიო დერეგულირების გზით მიდის, იქმნება ახალი თანამედროვე აპლიკაციები, არის კონკურენცია, არსებობს ძვირიანი და იაფი ტაქსები და ყველა მომხმარებელი, თუ როგორი ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს, ამის მიხედვით იძახებს ტაქსს ან აჩერებს ტაქსს ქუჩაში. ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება არის აბსოლუტურად სხვა რამ და იგი ტაქსებს არ ეხება. უსაფრთხო და გამართული უნდა იყოს ყველა მანქანა. ეს სულ სხვა სფეროს რეგულირების საკითხია. ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მათი ფრაქცია შეეცდება დაარწმუნოს ქალაქის მერია, რომ ამ სფეროში რეფორმას ვერ განახორციელებენ და იგი ცუდ შედეგს მოიტანს.

  • სტალინის პასუხი "კოკა-კოლას" და მიტროფანე ლაღიძე - "ლიმონათების გენიოსი"
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • "ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • სკოლებში შესაძლოა რელიგიის გაკვეთილები აღდგეს
  • ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
  • თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ
  • 5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია
  • "ყველა ჩხუბისკენ მომიწოდებდა, ერთადერთი ვინც ყვიროდა - "არა", ჩემი მეუღლე იყო..." - საინტერესო ფაქტები ზაზა ფაჩულიას შესახებ

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 14992

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,