Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
აფხაზეთში იარაღის ამოღებას იწყებენ - "არ მინდა, ჩემს უიარაღო შვილებს მტერი ლოგინში წამოადგეს თავზე..."

http://www.ambebi.ge

კვირა არ გადის, აფხაზეთში მკვლელობა არ მოხდეს. არ მახსოვს ბოლო წლებში ასე მძიმედ როდის ვიგრძენი თავი - შეგნებულად არ ვნახულობ სტატისტიკას, ისედაც დათრგუნული და გულაცრუებული ვარ ჩვენს ხალხზე... რამდენიმე დღის წინ გუდაუთაში ერთმანეთს ესროლეს სისხლით ნათესავებმა” - წერს აფხაზი პუბლიცისტი, დავით დასანია, რომლის თქმითაც, აფხაზეთში ერთი გვარის ადამიანებმა ერთმანეთი დახოცეს.

ჩვენ, აფხაზებმა, თითქმის ყველაფერი დავკარგეთ და საშინლად მრცხვენია იმ რეალობის, სადაც ახლა ვცხოვრობთ... ჩვენი წინაპრები ადამიანს, თავისიანს კლავდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ღირსებასა და თავმოყვარეობას ეხებოდა... ქვეყანაშიბარდაკიადა პასუხისმგებლობის აღება არავის არაფერზე არ უნდა“ - წერს დასანია.

გასული წლის განმავლობაში, .. სამართალდამცავი უწყებების მიერ აღძრულია 250 სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ნონა სმირი აცხადებს. მისივე თქმით, მათ შორის არის რუსეთის მოქალაქეების მკვლელობა და გატაცებები. შესაბამისად, დე ფაქტო აფხაზეთში ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების უფლების შესახებ რეგულაციების შემოღებას ითხოვენ.

ekhikavkaza.com-ის ინფორმაციით, სეპარატისტული რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა ინიციატივით გამოვიდა მიიღონ კანონი, რომლის საფუძველზეც რეგისტრაციაში გატარდება ლეგალური იარაღი, ხოლო დანარჩენი, 90-იანი წლებიდან მოსახლეობაში უკანონოდ გაბნეული ცეცხლსასროლი იარაღი ყველას ჩამოართვან. თუმცა, კილბას იდეას სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. აფხაზების უმეტესობა, ამ ინიციატივას მიუღებელს და მეტიც, საფრთხის შემცველსაც უწოდებს, რადგან "ქართულ მხარესთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის გაფორმებული...”

.. მთავრობის ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი, ასლან კობახიას განმარტებით, აფხაზეთში იარაღის საკითხი რეგულირდება 1994 წლის 14 იანვარს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული დადგენილებით, რომელიც უკვე თანამედროვეობას ვეღარ პასუხობს.”

აფხაზი .. მაღალჩინოსნების თქმით, - აფხაზების უიარაღოდ დატოვებას არავის აპირებს, რადგან ყველას აქვს გააზრებული, რომ ეს სახიფათოა, უბრალოდ საუბარია, გარკვეულ კონტროლზე რომ ასეთი განუკითხაობა არ იყოს...

აფხაზეთისპარლამენტის დეპუტატიასლან კობახია: “ორი ვაჟი მყავს და სულაც არ მინდა, ჩემს უიარაღო შვილებს მტერი ლოგინში წამოადგეს თავზე... ჩემი შვილები სამშობლოს დამცველები არიან, მათ ჯერ არ აქვთ იარაღი, მაგრამ მე მაქვს და როდესაც დრო მოვა, ის მათი გახდება, კანონიერად, რადგან ჩემი იარაღი ოფიციალურად მაქვს გაფორმებული. შს მინისტრად მუშაობისას, ყოველთვიურად ასობით იარაღს ვარეგისტირერებდით. ახალ კანონის ფარგლებში კი, რომლის მიღებაც არსებული რეალობის გამო აუცილებელია, მკაფიოდ იქნება გაწერილი, თუ რა პირობებით შეიძლება იარაღის შენახვა. აფხაზების განიარაღებას ვერც ერთი მმართველი გაბედავს, ეს თავში არავის მოუვა, მაგრამ რაღაც რეგულაციების მიღება აუცილებელია და ეს ყველამ ვიცით, ამას ყველა ვხედავთ...” – აცხადებს კობახია.

არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყოთ, რომ ეს კომშარი შევაჩეროთ, მაგრამ ფაქტია, საიდანღაც უნდა დავიწყოთ.... ამას წინათ, სოხუმში, მაღაზიაში ორი ბიჭი ამოვიდა, ორივეს რევოლვერები ჰქონდა ქამარში გარჭობილი. ან ნასვამები იყვნენ ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ... ამაზრზენად იქცეოდნენ, მაგრამ ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ შეჰბედა... შემდეგ, ამ მდგომარეობაში მყოფები, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ... არავინ იცის ცოცხლები მივიდნენ დანიშნულების ადგილზე თუ არა და საერთოდ, სად, რა საქმეზე მიდიოდნენ... გვერდიდან შევხედოთ ჩვენს რეალობას, - როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე?.. იქნებ არ გვინდა ამდენი სისხლი, ამდენი სიკვდილი და ამდენი იარაღი... ” - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ვერა წვიჟბა...

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ მოსახლეობას იარაღის შენახვა-ტარების უფლება ჰქონდეს, რაც კანონით უნდა დარეგულირდეს.

ქვეყანაში, სადაც ამდენი ნარკომანი, მოძალადე და ქურდი გვყავს, სადაც ჩემი მოსწავლეები გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად, სკოლიდან პირდაპირ საყაჩაღოდ მიდიან, არ ვიცი, ამ უსუსური კანონით რამე თუ გვეშველება, მაგრამ მაინც ვცადოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს...” - წერს ირინა ჩარგაზია.

ქურდობა და ყაჩაღობა, თითქმის ჩვეულებრივი შემოსავლის წყაროდ ითვლება, არ ვიცი, იარაღის ჩამორთმევით ეშველება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ რამე უნდა უნდა შეიცვალოს...” - წერს სოციალურ ქსელში მარინა ახრა, რომლის მოსაზრებითაც, შესაძლოა, მოსახლეობამ გარკვეული ნაწილი ჩააბაროს, მაგრამ არა ყველა, რადგან აფხაზეთში ყველა ოჯახში ინახება რამდენიმე სახეობის იარაღი...

 

ფოტო: ekhokavkaza.com

  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • აფხაზეთში იარაღის ამოღებას იწყებენ - "არ მინდა, ჩემს უიარაღო შვილებს მტერი ლოგინში წამოადგეს თავზე..."
  • სკოლებში გაკვეთილების ჩატარების მეთოდები იცვლება - რა სიახლე ელით პედაგოგებსა და მოსწავლეებს
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რას ყვება "ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე" ბაბუა, რომელიც ვარსკვლავად "ღიმილის ბიჭებმა" აქცია
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
  • ქართველი მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბიში" ითამაშებს!

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 120

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,