Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
რატომ თქვა უარი სოფიკო ჭიაურელმა ,,მონანიებაში,, მონაწილეობაზე - ორი საინტერესო ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან

https://www.ambebi.ge

12:52 / 14-05-2018

ლეგენდარულმა მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა ასზე მეტი როლი ითამაშა ქართულ თეატრსა და კინოში. ის ერთადერთია საბჭოთა მსახიობებს შორის, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

თენგიზ აბულაძის 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე" სოფიკო ჭიაურელმა "ფუფალას" როლი ითამაშა და ფილმის ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ფილმმა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო. გამორჩეული იყო "ნატვრის ხის" ჩვენება აშშ-ში, ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც სცენაზე ასული სოფიკო ჭიაურელი მაყურელმა ვერ იცნო.

თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ ისტორიას:

"ნატვრის ხე გვქონდა წაღებული თენგიზ აბულაძეს და მე ჩიკაგოში, კინოფესტივალზე. ფილმის ჩვენების შემდეგ წარმადგინეს, გამოვედი სცენაზე, მაშინ გამხდარი ვიყავი ძალიან... ტაში დაგვიკრეს, თავი დავუკარი და მერე ეკითხებიან თენგიზს - ის ქალი, ფუფალას რომ თამაშობს არ ჩამოვიდაო? თენგიზმა უთხრა - ეს ის ქალიაო. მიყურებდნენ გაკვირვებულები, ვერ დაიჯერეს რომ მე ის ქალი ვიყავი"...

-0:07

"ნატვრის ხის" გადაღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც თენგიზ აბულაძე ტრილოგიის მესამე ფილმს - "მონანიებას" იღებდა, ფილმში სოფიკო ჭიაურელს შესთავაზა როლი, თუმცა მსახიობმა ამ როლზე რეჟისორს დედის, ვერიკო ანჯაფარიძის კანდიდატურა შესთავაზა.

"როცა მონანიებას იღებდა, თენგიზ აბულაძეს სურდა რომ ის ქალი, რომელიც ბოლო სცენაში ტაძრისაკენ მიმავალ გზას ეძებს, მე მეთამაშა. ის ფიქრობდა, რომ ეს ქალი არის დაბერებული ფუფალა, ეს ფუფალას ბოლოა... მახსოვს დამირეკა და მითხრა - სოფიკო, ასე ვფიქრობ და მოდი მოვემზადოთ, გრიმზე წავიმუშაოთ, შენ რაღაცნაირად დაგაბეროთ... ვუთხარი: ბატონო თენგიზ, რად გინდათ რომ ეხლა ჩვენ გრიმზე ვიმუშაოთ, ხომ იქნება რაღაც არაესთეტიკური ამაში, რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო?! მითხრა, რას ამბობ, მე როგორ ვაკადრებ ამ პატარა ეპიზოდს ვერიკოსო. მე კი ვუპასუხე - მე ვაკადრებ, მე ვეტყვი-მეთქი.

მართლაც ვუთხარი და დავითანხმე, დედა, აქვე გადაგიღებენ, აქვე ჩვენს ქუჩაზე მოვლენ და უცებ გადაგიღებენ - მეთქი. ასეც მოხდა და როგორ ჩაჯდა ეს ეპიზოდი ამ ფილმში იცით, მგონი მონანიებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია..." - იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

ვერიკო ანჯაფარიძე, ფილმი "მონანიება" 1984 წელი

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი
  • რატომ თქვა უარი სოფიკო ჭიაურელმა ,,მონანიებაში,, მონაწილეობაზე - ორი საინტერესო ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 31006

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,