Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფესორ გია ნემსაძის რჩევები ქალებს

ambebi.ge

ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რა­დი­­ცი­­ლი ფონი, ხში­რი სტრე­სი და ნერ­ვი­­ლო­ბა, შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ არა­ერ­თი პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ძუ­ძუს კი­ბოს გახ­ში­რე­ბის მი­ზე­ზია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­­ლოდ 10 000 ადა­მი­­ნი­დან 50 ძუ­ძუს კი­ბო­თია და­­ვა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სიკ­ვდი­ლი­­ნო­ბამ გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით იკლო, რაც დრო­­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მივ­მარ­თეთ ცნო­ბილ მა­მო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ონ­კო­ქი­რურგს, პრო­ფე­სორ გია ნემ­სა­ძეს.

- რა არის ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი და სა­­დან იღებს ეს და­­ვა­დე­ბა სა­თა­ვეს?

- მრა­ვა­ლი გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­­ლი დო­ზით მოქ­მე­დებს ადა­მი­­ნის ორ­გა­ნიზ­მზე. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და გა­რე­მო, ში­ნა­გა­ნი სტრე­სი და ნერ­ვი­­ლო­ბა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, ად­რე­­ლი მენსტრუ­­ლუ­რი ციკ­ლი, გვი­ან მშო­ბი­­რო­ბა, ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­­დის არ ქონა, გვი­ან­დე­ლი მე­ნო­პა­­ზა, გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ნე­გა­ტი­ურ ფონს ქმნის.

ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძუ­ძუს კიბო უფრო ხში­რია ჩრდი­ლო­­თის ქვეყ­ნებ­ში, ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებ­ში, ჩი­ნეთ­სა და ია­პო­ნი­­ში. კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში უფრო ნაკ­ლე­ბია აზერ­ბა­­ჯან­ში, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბა შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლია.

- აქვს თუ არა ძუ­ძუს კი­ბოს პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქალს ამ­ცნობს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხე­შია?

- და­­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პირ­და­პი­რი გზა არ არ­სე­ბობს. ძუ­ძუს კი­ბოს პრე­ვენ­ცი­­სა და ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნის­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სკრი­ნინგ-პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­­როდ, და­ნერ­გი­ლია.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­სურ­ვე­ლია, ქა­ლებ­მა ყო­ველ­თვი­­რად, მენსტრუ­­ლუ­რი ციკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერ­თსა და იმა­ვე დროს ჩა­­ტა­რონ თვით­გა­სინ­ჯვა. თუ აღ­მო­­ჩი­ნეთ სიმ­კვრი­ვე ან სარ­კე­ში შე­ნიშ­ნეთ ძუ­ძუს დე­ფორ­მა­ცია, და­­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოთ სპე­ცი­­ლისტს. უფრო ხში­რად, ძუ­ძუს კი­ბოს შემ­ჩნე­ვა ხდე­ბა კვან­ძით, რო­მელ­თა 80% კე­თილ­თვი­სე­ბი­­ნია.

აგ­რეთ­ვე, თუ გაქვთ ძუ­ძუს კი­ბო­სად­მი მემ­კვიდ­რუ­ლი გან­წყო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ მი­მარ­თოთ მა­მო­ლოგს და ჩა­­ტა­როთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი.

სხვა ცალ­სა­ხა ნიშ­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ძუ­ძუს კი­ბოს არ გა­აჩ­ნია. მას სა­წყის სტა­დი­ებ­ზე ტკი­ვი­ლიც არ ახა­სი­­თებს. სა­დაც ტკი­ვი­ლია, იქ კიბო არაა.

ძუ­ძუს კი­ბოს აღ­მო­სა­ჩე­ნად არ­სე­ბობს კვლე­ვის ორი მე­თო­დი: ექოს­კო­პია და რენტგე­ნო­მა­მოგ­რა­ფია, რო­მელ­თა სა­შუ­­ლე­ბი­თაც ად­რე­ულ სტა­დი­­ზე ხდე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა.

- რა ასა­კის ქა­ლე­ბი არი­ან ძუ­ძუს კი­ბოს მა­ღალ რისკ ჯგუფ­ში?

- ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს 40-დან 60 წლამ­დე ქა­ლებ­ში. მე­ნო­პა­­ზის შემ­დეგ და­­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი იზ­რდე­ბა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მე­ნო­პა­­ზის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე უფრო კე­თილ­სა­­მე­დოა, ვიდ­რე რეპ­რო­დუქ­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში. ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში უფრო აგ­რე­სი­­ლი სიმ­სივ­ნე­­ბი გვხვდე­ბა.

- რა არის ძუ­ძუს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დე­ბი და და­ნერ­გი­ლია თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- დღეს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს. სხვა­დას­ხვა ტი­პის კი­ბოს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ამა­ყად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­აა და­ნერ­გი­ლი - ქი­მი­­თე­რა­პი­ით და­წყე­ბუ­ლი და სა­მიზ­ნე თე­რა­პი­ით დას­რუ­ლე­ბუ­ლი - ყვე­ლა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

დღეს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი სა­ზღვარ­გა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თურ­ქე­თის კლი­ნი­კებ­ში არ­ჩევს ქი­რურ­გი­ულ თუ სხვა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბას, თუმ­ცა მე ეს ნამ­დვი­ლად გა­­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით უმაღ­ლე­სი დო­ნის სპე­ცი­­ლის­ტე­ბი გვყავს. ლა­ბო­რა­ტო­რი­­ლი და აპა­რა­ტუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კაც ბოლო თა­­ბის აპა­რა­ტუ­რით ტარ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ამ და­­ვა­დე­ბა­ზე სა­უბ­რის დროს არ უნდა დაგ­ვა­გი­წყდეს მა­მა­კა­ცე­ბიც. ძუ­ძუს კიბო, მარ­თა­ლია იშ­ვი­­თად, თუმ­ცა მა­მა­კა­ცებ­შიც გვხვდე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 130 ქალ­ზე მა­მა­კა­ცის ერთი შემ­თხვე­ვა მო­დის. მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი კი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში იდენ­ტუ­რია.

რას ურ­ჩევთ ქა­ლებს, რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი ძუ­ძუს კი­ბოს­გან?

პრე­ვენ­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან წლი­დან წლამ­დე მა­ტუ­ლობს და­ბინ­ძუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, იც­ვლე­ბა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბის რიტ­მი უფრო და­ძა­ბუ­ლი და სტრე­სუ­ლი ხდე­ბა.

მი­­ხე­და­ვად ამი­სა, ძუ­ძუს კი­ბოს­გან თა­ვის დაც­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ:

·         ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი;

·         მრა­ვალ­შვი­ლი­­ნო­ბა;

·         ძუ­ძუ­თი კვე­ბა;

·         გი­ნე­კო­ლო­გი­­რი პრობ­ლე­მე­ბის დრო­­ლი მოგ­ვა­რე­ბა;

·         35 წლის ასა­კის შემ­დეგ, წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­მო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. 

  • ანბანით მოთხრობილი საქართველო - როგორ გამოიყურება ქართული პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
  • დღეიდან თბილისში სამ ლოკაციაზე სიჩქარის დასაშვები ზღვარი განისაზღვრა
  • რატომ თქვა უარი სოფიკო ჭიაურელმა ,,მონანიებაში,, მონაწილეობაზე - ორი საინტერესო ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან
  • როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფესორ გია ნემსაძის რჩევები ქალებს
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 30416

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,