Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა - შესაძლებელია თუ არა დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანა

bpn.ge

6 დეკემბერი / 2018
ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა. 
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფი კომპანია Fair trees-ის ადგილობრივმა მენეჯერმა ჟანა ბაბუნაშილმა განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ღვინის შემდეგ, ევროპაში არცერთ ქართულ პროდუქტს ისეთი გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც ქართული წარმოშობის ნაძვის ხეებს“. 

როგორც ჟანა ბაბუნაშვილი აღნიშნავს, ნაძვის ხის ფასი საშუალოდ 25-დან 100 ევრომდე მერყეობს. მისივე თქმით, ნაძვების წარმოშობის ისტორიით დასავლური მედია წელს განსაკუთრებით დაინტერესდა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ Fair trees 2009 წელს საქართველოს 
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ათწლიანი ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი.

„ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% (თუმცა, ამბობენ, რომ 95%), არის სწორედ რაჭიდან, კონკრეტულად, კავკასიური სოჭის თესლიდან გაზრდილი. ნაძვის ხის ფასი დაახლოებით, 30-დან 45 ევრომდე ღირს. თუმცა, არის ძალიან დიდი ქალაქები, მაგალითად, ბერლინი, კოპენჰაგენი, სადაც ქუჩების დეკორაციებისთვის ყიდულობენ და შესაბამისი ზომის ნაძვის ხეები 80-100 ევროც ღირს“,-აცხადებს ჟანა ბაბუნაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დასავლური მედიის მხრიდან ნაძვის ხეების წარმოშობის ისტორიით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ საქართველოში ჩამოდიან, რათა ტყეები ადგილზე ნახონ და გირჩის კრეფის სამუშაო პროცესს გაეცნონ.

რაც შეეხება ნაძვის მოყვანის დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანას, ჟანა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს კლიმატი ზემდეტად ცხელია, რის გამოც კომპანიების მხრიდან მცდელობა, ამ ეტაპზე არც ისე დიდია. 

„რამდენიმე კომპანია მუშაობს სანერგე მეურნეობებზე, თუმცა ამის განხორციელება ძალიან რთულია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საუკეთესო თესლია, მზის გამო, მისი ღია გრუნტში გაზრდა არანაირად არ ხერხდება. მისთვის იდეალურია დანიური კლიმატი. ამასთან, ჩვენთან არ არის შესაბამისი ბაზარი, არ გვაქვს ცოცხალი ნაძვის ხის კულტურა და ამდენად არც დანიური მოდელის გადმონატანის მცდელობაა დიდი. თუმცა, Fair trees-მა ქოთნებიც შემოიტანა, რადგან ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა მოჭრილი ნაძვის ხე. ნელ-ნელა ალბათ, ეს ბაზარიც მოიკიდებს ფეხს და ჩვენთანაც შემოვა ცოცხალი ნაძვის ხეები“,-აცხადებს ჟანა ბაბუნაშვილი.

ნინი ქეთელაური
  • Samsung-მა iPhone-ს გადაასწრო და 2018 წლის საუკეთესო სმარტფონების ლიდერი გახდა
  • ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა - შესაძლებელია თუ არა დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანა
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ინფორმაცია, რომელიც ყველას აინტერესებს - რა უნდა იცოდეთ ცვლილებებზე, რომელიც 1-ლი იანვრიდან სესხის გაცემაზე ამოქმედდება
  • რატომ თქვა უარი სოფიკო ჭიაურელმა ,,მონანიებაში,, მონაწილეობაზე - ორი საინტერესო ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან
  • როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფესორ გია ნემსაძის რჩევები ქალებს
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 1265

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,