Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
რას ჰყვება თბილისელი მხატვარი, რომლის "თანამედროვე მონა ლიზა" მილიონებად გაიყიდა - "მყიდველებში ივანიშვილს და ცუკერბერგს ასახელებდნენ"

ambebi.ge

"რო­მან კრი­ხე­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­საძ­ლოა 1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­­ყი­დოს. მისი შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა შო­რის კი სა­ხელ­დე­ბი­ან: "ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, Youtube- თა­ნა­და­მა­არ­სე­ბე­ლი ჩად ჰარ­ლი და სა­ქარ­თვე­ლის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი" - იუ­წყე­ბო­და პრე­სა 2013 წელს.

მა­შინ ჩვენ­თან სა­­ბარ­ში რო­მან კრი­ხელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­­ხარ­დე­ბო­და, ნა­ხატს თუ ქარ­თვე­ლი შე­­ძენ­და. 2015 წელს ნა­ხა­ტი "სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­­რი ქალი", იგი­ვე "თა­ნა­მედ­რო­ვე მონა ლიზა" 4 500 000 დო­ლა­რად ყა­ტარ­ში გა­­ყი­და...

ამ­ჯე­რად გა­მო­ცე­მა Huffpost Arts აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­დაც რო­მან კრი­ხე­ლი მსოფ­ლი­ოს 3 უდი­დეს ფი­გუ­რა­ტი­ულ ხე­ლო­ვან­თა შო­რის სა­ხელ­დე­ბა. დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა ამ­ჯე­რად რა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ახ­ლე­­ბია ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. Ambebi.ge რო­მან კრი­ხელს სა­სა­უბ­როდ ნიუ-იორკში და­ვუ­კავ­შირ­და:

- უკვე გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვე­ნი ნა­ხა­ტი "სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­­რი ქალი" დაშა ჟუ­კო­ვა­თი მო­ხიბ­ლულ­მა შექ­მე­ნით...

- დიახ, დაშა ჟუ­კო­ვა­თი ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე, მაგ­რამ სუ­რა­თი ერთი ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­­ნის არ არის - სინ­თე­ზია... მას­ზე მო­დე­ლი გო­გო­ნაც არის ასა­ხუ­ლი.

- ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ხატ­ზე ასა­ხულ ქალს მკვეთ­რად რუ­სუ­ლი სახე აქვს...

- მხო­ლოდ რუ­სუ­ლია არა, უკ­რა­­ნუ­ლიც არის...

- ვინ უწო­და სუ­რათს "თა­ნა­მედ­რო­ვე მონა ლიზა"?

- მე არ მი­წო­დე­ბია, ჩემ­მა აგენ­ტმა უწო­და ასე!

- ამ წო­დე­ბა­მაც ხომ არ იქო­ნია გავ­ლე­ნა, რომ ნა­ხა­ტი ხუთ მი­ლი­ონ­ზე ძვი­რად გა­­ყი­და?

- ალ­ბათ იქო­ნია... იმის შემ­დეგ ნა­ხა­ტი კი­დევ გა­­ყი­და და სა­ვა­რა­­დოდ, ბევ­რად ძვი­რად.

- თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია... გა­მო­ფე­ნას არ გეგ­მავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ამ­ჯე­რად გა­მო­ფე­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში გა­­მარ­თე­ბა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­­მი­დან, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სპონ­სორს ვე­ძებთ... 2011 წელს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­­ლი ნა­ხა­ტი და­ვუ­ტო­ვე სა­ჩუქ­რად...

- ამე­რი­კა­ში სა­ზო­გა­დო­­ბა, რო­გორც ქარ­თველ მხატ­ვარს, ასე გიც­ნობთ?

- დიახ, რო­გორც არის... სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის ნახ­სე­ნე­ბია!

- ადრე ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­­ში ახ­სე­ნეთ, რომ გა­გე­ხარ­დე­ბო­დათ ნა­ხატს თუ ქარ­თვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­­ძენ­და... იყო მისი მხრი­დან სურ­ვი­ლი?

- პი­რა­დად მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან არა­ნა­­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია და ნა­ხა­ტის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი ჰქონ­და თუ არა, არც ეს ვიცი. ჩემი აგენ­ტი შვე­­ცა­რი­­ში რომ იმ­ყო­ფე­ბო­და, იქ შეხ­ვდა და იგი პი­რა­დად გა­იც­ნო. მო­მიყ­ვა, რომ იქ ნა­ხა­ტებს იძენ­და და ძვე­ლი ოს­ტა­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩან­დაო.

- თქვენს ნა­ხა­ტებ­ში ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბი რამ­დე­ნად არის?

- დიახ, არის. ჩემი საყ­ვა­რე­ლი თე­მაა ხევ­სუ­რე­თის კოშ­კე­ბი, ხე­დე­ბი... ბევ­რი მაქვს ამ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი და კი­დევ ვა­პი­რებ დავ­ხა­ტო! ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მა­აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­­მარ­თოს ჩემი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა, მაგ­რამ 50 ნა­მუ­შევ­რის გა­მოგ­ზავ­ნა ურ­თუ­ლე­სია და ვნა­ხოთ, ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი რო­გორ მოგ­ვარ­დე­ბა...

  • კვირაში 7 დღით მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს - რა ცვლილებების შეტანა იგეგმება შრომის კოდექსში
  • როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე
  • რატომ არის ახალგაზრდებში გახშირებული ძალადობა
  • ვიკა სანიკიძე მამა გახდა - კალათბურთელის ოჯახური ფოტოალბომი
  • მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება
  • [ლეგენდების კვალდაკვალ] დავით ყიფიანისა და ზიკოს სპექტაკლი
  • რას ჰყვება თბილისელი მხატვარი, რომლის "თანამედროვე მონა ლიზა" მილიონებად გაიყიდა - "მყიდველებში ივანიშვილს და ცუკერბერგს ასახელებდნენ"
  • თუ შემოსავლის 10%-ზე მეტს აზარტულ თამაშებზე ხარჯავთ, ბანკი სესხს არ მოგცემთ
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2019 Directory.Ge Counter: 2148

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,