Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ეს ყველა მძღოლმა უნდა წაიკითხოს - ახალი კანონპროექტით სანქციები ყველა მიმართულებით მკაცრდება და ჯარიმები იზრდება

https://www.bpn.ge

სიმთვრალისთვის 1 წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში მძღოლს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება;

სანქციები მკაცრდება და იზრდება ჯარიმები მანქანის მართვისას მობილურის გამოყენებისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის; ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრა ავარიის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მიტოვება... ჯარიმები იმატებს ქვეითად მოსიარულეების მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვისაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს ახლო მომავალში განსახილველად წარედგინება. ძალოვან უწყებას გადაწყვეტილი აქვს კანონდამრღვევი მძღოლების მიმართ მიდგომები კიდევ უფრო გაამკაცროს. ეს ცვლილებათა პროექტი, რომელიც "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა, ამ ეტაპზე შს სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში განიხილება, ამიტომ არ არის გამორიცხული, პარლამენტში წარდგენის შემდეგ მასში ცვლილებები კიდევ შევიდეს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს კანონი "საგზაო მოძრაობის წესების შესახებ" 2016 წელს გამკაცრდა. სწორედ მაშინ შემოვიდა ქულათა სისტემაც, თუმცა სტატისტიკას თუ ვნახავთ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო 3 წელიწადში, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც ჩვენ ჩაგვივარდა ხელთ, ადმინისტრაციულ სახდელებს ემატება სახდელის ახალი სახე - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. მისი დაკისრების შემთხვევაში, მართვის უფლება მხოლოდ მართვის მოწმობის ხელახლა მოპოვების გზით აღდგება.

სიმთვრალისას მძღოლისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობა მის სისხლში ეთანოლის ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, თუ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას მძღოლის სისხლში ეთანოლის ოდენობა 0,3-დან 0,7 პრომილემდე დადგინდა, სანქცია 500 ლარი და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა იქნება, ხოლო თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეს გადასცდა, მძღოლი 1.000 ლარით დაჯარიმდება. შემოწმებისთვის თავის არიდებაც 1.000-ლარიანი ჯარიმითა და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევით დაისჯება.

კიდევ უფრო მკაცრი იქნება კანონი სატრანსპორტო საშუალების მეორედ ან მესამედ ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, რისთვისაც უკვე შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა ვადით. მაგალითად, სახდელის მოხდამდე სიმთვრალეში ავტომანქანის მართვის განმეორება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევის გაზრდას კიდევ 1 წლით და 3-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო, თუ სახდელის მოხდამდე მძღოლი საჭეს მთვრალი მესამედ მიუჯდება, მას მართვის უფლება კიდევ ორი წლით ჩამოერთმევა, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 7-დან 15 დღემდე მოელის.

იზრდება ჯარიმა ნასვამ და მართვის უფლების არმქონე პირის მიერ ავტომანქანის განმეორებითი მართვისთვის და მისი ოდენობა 2.500 ლარით განისაზღვრება. კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. იმ შემთხვევაში, თუ ნასვამი პირის მიერ მეორედ ან მესამედ სატრანსპორტო საშუალების მართვას ავარია მოჰყვება, მძღოლი 3.500 ლარით დაჯარიმდება, მართვის უფლების ჩამორთმევა კი გაეზრდება 3 წლის ვადით და 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. სანქციები მკაცრდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის. თუ დღეს გადაჭარბებად ითვლება დადგენილზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, ახალი კანონით ეს ზღვარი 10 კმ/სთ-მდე მცირდება. გარდა ამისა, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება კი - 250 ლარით 150 ლარის ნაცვლად. თუ იურიდიულ პირს სიჩქარის გადაჭარბება ვიდეო- ან ფოტოფირზე დაუფიქსირდება, მას ჯარიმები გაორმაგებული მოცულობით დაეკისრება.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულის დაკლებას, ახალი პროექტით კი ეს სანქციაც შემოვა. მაგალითად, 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლს, 150 ლარით დაჯარიმების გარდა, მართვის მოწმობაზე 10 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის - 20 ქულა, 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად. კანონპროექტში გათვალისწინებულია ავტომობილის მესაკუთრის უფლებაც. კერძოდ, თუ სამართალდარღვევა ფოტოფირზე ან ვიდეოფირზე დაფიქსირდა, უფლებამოსილ პირს შეუძლია წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტუროს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და ის უშუალოდ სამართალდამრღვევს დაეკისროს.მკაცრდება ავტომობილის დგომა-გაჩერების წესების დარღვევა. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევა და პასუხისმგებლობის ზომად 100-ლარიანი ჯარიმა დადგინდა.

ორმაგდება ჯარიმა ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის და 10-ის ნაცვლად 20 ლარი გახდება, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა უკვე 40 ლარი იქნება. თუ ქვეითის ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარება ან მოძრაობის შეფერხება, დღეს არსებული 50 ლარის ნაცვლად, გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო (ავარია) შემთხვევის ადგილის მიტოვება. დამრღვევს დაეკისრება 1.000-ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება.თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობისთვის, გასწრების წესების დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობის გაზრდას, ახალი კანონმდებლობით, შესაბამის დარღვევად განისაზღვრა ამ სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა და პირი დაჯარიმდება 100 ლარით.მანქანის მართვისას მობილური კომუნიკაციით სარგებლობისთვის დღეს მოქმედი 30-ლარიანი ჯარიმა 60 ლარი გახდება.

სპორტული მანევრი სამართალდარღვევის ახალი სახეობაა, რომელიც პროექტით შემოდის. მაგალითად, თუ მძღოლმა წინასწარი შეცნობით განახორციელა მკვეთრი მანევრი, რასაც სატრანსპორტო საშუალების მოცურება მოჰყვა, ის 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მკვეთრ მანევრს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, მძღოლს 750-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ზუსტდება და მკაცრდება სახდელები მართვის უფლების აკრძალვასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ პირი შეჩერებული მართვის უფლებით მიუჯდება საჭეს, 500 ლარით დაჯარიმდება, ჩამორთმეული მართვის უფლების მქონე - 700 ლარით, ხოლო მართვის უფლების არმქონე - 1.200 ლარით.კანონპროექტში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტში მიმდინარეობს მოპედების საკითხის საკომიტეტო განხილვა. ამ ეტაპისთვის შენიშვნები გადაგზავნილია შს სამინისტროში და კანონპროექტი რედაქტირებას გადის.

მოქმედი კანონმდებლობით, მოპედი არ ექვემდებარება მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და არც მართვის უფლებაა სავალდებულო. შს სამინისტროს მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ხშირია მოპედის მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ვინაიდან მათთვის მართვის უფლების ქონა სავალდებულო არ არის, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მძღოლს არ უსწავლია საგზაო მოძრაობის წესები და არც გამოცდა ჩაუბარებია. ამიტომ ახალი რეგულაციით სავალდებულო იქნება მოპედის რეგისტრაცია და მართვის უფლების აღება. შესაბამისად, მოპედის მძღოლი სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაუთანაბრდება და მასზე გავრცელდება იგივე რეგულაციები და წესები.

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე: "სამოქალაქო სექტორი მივესალმებით დაგეგმილ ცვლილებებს, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი კამპანიის მიუხედავად, მათ შორის "მეტი სიცოცხლისთვის" კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, გზებზე ვითარება კვლავ მძიმეა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ ვითხოვეთ მძღოლის ნასვამობის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღება, რადგან მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, მაგრამ კანონმა უნდა დააწესოს მაღალი სტანდარტი ასეთი დანაშაულის პასუხისმგებლობისთვის. ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა არ არის შემთხვევითი დარღვევა, როცა მძღოლმა, მაგალითად, შემთხვევით გადაკვეთა ღერძულა ხაზი, ან რომელიმე ამკრძალავი საგზაო ნიშანი ვერ შენიშნა. ავტომობილის მძღოლი გაცნობიერებულად იქცევა, როცა სასმელს სვამს და შემდეგ საჭესთან ჯდება. სიმთვრალეში მანქანის მართვა, სიჩქარის გადაჭარბება, ერთ-ერთი ხშირი დარღვევაა.

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს ავარიის გამომწვევ მიზეზებს შორის. ესეც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. წლებია, ვერ მოვერიეთ ამ "სენს" და არც ამ მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდა. ნებისმიერი კანონის მიზანი უნდა იყოს იმ ადამიანების ქცევის შეცვლა, ვინც არ ემორჩილება კანონს. ამიტომ ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! ეს არაერთი მძღოლის ქცევას შეცვლის და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დაიცავს. გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე სკოლებსა და ბაღებში. ასეთი ინიციატივა მაქვს - შს სამინისტრომ ჯარიმებიდან ამოღებული თანხის ნაწილი, როგორც ინვესტიცია, საგანმანათლებლო კამპანიაში მიმართოს და სასწავლო თუ სკოლამდელ დაწესებულებებში საგზაო მოძრაობის შესახებ ცნობიერების ზრდის გაკვეთილები დაინერგოს".

წყარო: „კვირის პალიტრა" 

  • 10 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებმა და საურავებმა 106 629 943 ლარი შეადგინა
  • რა ოდენობის ჩაი, ყავა და ღვინოა უსაფრთხო გულის ჯანმრთელობისთვის?
  • "ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა
  • Mercedes-Maybach GLS ულტრამდიდრული ქროსოვერი "ჩაქცეულებისთვის"
  • ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
  • ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
  • ეს ყველა მძღოლმა უნდა წაიკითხოს - ახალი კანონპროექტით სანქციები ყველა მიმართულებით მკაცრდება და ჯარიმები იზრდება
  • Google Maps iOS სისტემის მომხმარებლებს გზებზე არსებული ავარიების, საცობებისა და გადატვირთული მოძრაობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის
  • [ლეგენდების კვალდაკვალ] დავით ყიფიანისა და ზიკოს სპექტაკლი
  • თუ შემოსავლის 10%-ზე მეტს აზარტულ თამაშებზე ხარჯავთ, ბანკი სესხს არ მოგცემთ
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2019 Directory.Ge Counter: 618

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,