Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად? - ეს რეკომენდაციები, პროდუქტის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ

ambebi.ge

2019 წლის პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი "მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის თა­­ბა­ზე".

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, აკ­რძა­ლუ­ლია იმ სურ­სა­თის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა, რო­მე­ლიც რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს არ შე­­სა­ბა­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლი, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა, "ყვე­ლის" სა­ხე­ლით გა­­ყი­დოს. ამას­თან, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge"- ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­­ბარ­ში გან­მარ­ტავს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე გა­მოჩ­ნდა მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც აკ­რძალ­ვე­ბის გამო, კომ­პა­ნი­ებ­მა არა "ყვე­ლი", არა­მედ "სულ­გუ­ნი", "იმე­რუ­ლი", "სა­ხა­ჭა­პუ­რე" ან მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბი და­­წე­რეს.

კო­ბა­ლა­ძე მომ­ხმა­რე­ბელს ურ­ჩევს, შეც­დო­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა კარ­გად წა­­კი­თხონ.

ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge"- "ფრეს­კო­ში" აღ­მო­­ჩი­ნა - შპსში­რა­ქისწარ­მო­­ბუ­ლი პრო­დუქ­ტიიმე­რუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რე, რძის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მით“.

რო­გორც და­სა­ხე­ლე­ბი­და­ნაც ჩანს, პრო­დუქ­ტი რძის ნა­წარმს არ წარ­მო­ად­გენს, არა­მედ არისრძის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი“. თუმ­ცა, გა­მო­­ყუ­რე­ბა, რო­გორც ყვე­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ხე­ლე­ბამიმე­რუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რეშე­საძ­ლოა მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი ყვე­ლად აღიქ­ვას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რე­­გი­რე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თა სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­­გენ­ტოს, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­­ლა კონ­ტრო­ლი შპს "ში­რა­ქის" რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ში და ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს მის­ცა მი­თი­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად უზ­რუნ­ველ­ყოს სურ­სა­თის ეტი­კე­ტი­რე­ბა.

"მყიდ­ვე­ლებს ხში­რად გვე­ზა­რე­ბა ეტი­კე­ტე­ბის კი­თხვა. თუკი ეტი­კეტ­ზე წე­რია, რომ ესა თუ ის პრო­დუქ­ტი მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­­ცავს, ის პრო­დუქ­ტი რძის პრო­დუქ­ტი აღარ არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია არის ეტი­კე­ტი. მას უბ­რა­ლოდ რომ გა­დავ­ხე­დოთ, შეგ­ვეძ­ლე­ბა დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, ესა თუ ის პრო­დუქ­ტი არის თუ არა რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მე­­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სწო­რად არის ეტი­კე­ტი შედ­გე­ნი­ლი და ეს უკვე ლა­ბო­რა­ტო­რი­­ლი კვლე­ვის სა­გა­ნია.

თუკი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი რძის­გან არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია, რომ მას ეწე­როს რძის პრო­დუქ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა, მათ შო­რის, „იმე­რუ­ლიანსა­ხა­ჭა­პუ­რე“. კა­ნო­ნი არ­სე­ბობს, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტო ამას აკონ­ტრო­ლებს, თუმ­ცა რა თქმა უნდა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პრო­დუქტსა და მა­ღა­ზი­ას ვე­რა­ვინ შე­­მოწ­მებს.

მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი ამ შემ­თხვე­ვა­ში, ისევ თვი­თონ მომ­ხმა­რე­ბე­ლია. მან უნდა შე­ხე­დოს ეტი­კეტს და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბა მი­­ღოს, სურს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. ასე­ვე, როცა თვალ­სა­ჩი­ნო დარ­ღვე­ვას ვნა­ხავთ ანუ პრო­დუქტს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უწე­რია მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მი და ამავდრო­­ლად, რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა აქვს, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალს მო­იხ­დით თუ და­რე­კავთ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე 1501-ზე და დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ შე­­ტყო­ბი­ნებთ" - გვე­უბ­ნე­ბა ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძე.

"მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge" დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს AMBEBI.GE- მკი­თხვე­ლის­თვის, რის­გან უნდა იყოს რძის პრო­დუქ­ტე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რა შემ­თხვე­ვა­ში არ მი­იჩ­ნე­ვა პრო­დუქ­ცია რძის ნა­წარ­მად:

·         რძე და რძის ნა­წარ­მი (გარ­და ყვე­ლი­სა), შე­იძ­ლე­ბა, რძის ფხვნი­ლის­გან დამ­ზად­დეს. რძის ფხვნი­ლი რძის ნა­წი­ლობ­რივ გა­­წყლო­­ბით მი­­ღე­ბა. მი­ზე­ზი არის ის, რომ ფხვნი­ლის შე­ნახ­ვის ვადა უფრო ხან­გრძლი­ვია, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა კი მარ­ტი­ვი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რძის ფხვნი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ რძესაღ­დგე­ნი­ლირძე ეწო­დე­ბა, რაც პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

·         თუ რძის პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლია რძის ფხვნი­ლით, ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს!

·         და­უშ­ვე­ბე­ლია რძის ფხვნი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მის ეტი­კეტ­ზე ტერ­მინყვე­ლისგა­მო­ყე­ნე­ბა

·         სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე უხ­ვად იყი­დე­ბა რძის ნა­წარ­მის მსგავ­სი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მით ან სხვა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი. ასეთ პრო­დუქტზე რძის ნა­წარ­მის მი­თი­თე­ბა, ასე­ვე, წარ­წე­რა რძის პრო­დუქ­ტისმსგავ­სიან „-ებრი“, აკ­რძა­ლუ­ლია!

·         პრო­დუქტს, რო­მე­ლიც არ არის ყვე­ლი, რად­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მის ან რძის ფხვნი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა ეწე­როსიმე­რუ­ლიანსა­ხა­ჭა­პუ­რე“.

·         პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად ან გე­მო­თი ჰგავს რძის ნა­წარმს, შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ არ შე­­ცავ­დეს რძეს.

"მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge" ასე­ვე გვაფრ­თხი­ლებს, რომ მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მის და მოხ­დი­ლი (გა­­ცხი­მო­­ბუ­ლი) შე­­ქე­ლე­ბუ­ლი რძის ნა­რე­ვის ჩვილ ბავ­შვთა კვე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რა­საც კა­ნო­ნიც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზოგ­ჯერ წო­ნით გა­ყი­დულ პრო­დუქტს არას­წო­რად აწე­რია რძის ნა­წარ­მის სა­ხელ­წო­დე­ბა, ამი­ტომ პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბას უნდა და­აკ­ვირ­დეთ და თუ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, მო­­თხო­ვოთ.

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­­გენ­ტომ 2019 წლის აპ­რილ-ივ­ნი­სის თვე­ებ­ში მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ზე 25 და­სა­ხე­ლე­ბის სურ­სა­თის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, აღ­მო­­ჩი­ნა, რომ ორში მცე­ნა­რე­­ლი ცხი­მე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ფიქ­სირ­დე­ბო­და, თუმ­ცა პრო­დუქ­ცია რძის ნა­წარ­მის სა­ხელ­წო­დე­ბით იყი­დე­ბო­და.

ერთ შემ­თხვე­ვა­ში მწარ­მო­­ბე­ლი "სულ­გუნს" ყიდ­და, რო­გორც რძის ნა­წარმს, თუმ­ცა ის მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებს შე­­ცავ­და, მე­­რე შემ­თხვე­ვა­ში კი დარ­ღვე­ვე­ბი კა­რაქ­ში და­ფიქ­სირ­და.

ორი­ვე დამ­რღვე­ვი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­­გენ­ტომსურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის" 74¹ მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, 200 ლა­რით და­­ჯა­რი­მა. 

  • საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
  • რომელ თვეში, რომელი თევზი უნდა ვჭამოთ?
  • რისი გაკეთება იგეგმება გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ
  • იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად? - ეს რეკომენდაციები, პროდუქტის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ
  • როგორ გავრეცხოთ სწორად ''დუტის'' ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!
  • ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია.
  • Mercedes-Maybach GLS ულტრამდიდრული ქროსოვერი "ჩაქცეულებისთვის"
  • ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
  • [ლეგენდების კვალდაკვალ] დავით ყიფიანისა და ზიკოს სპექტაკლი
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2020 Directory.Ge Counter: 2624

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები