Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
1989 წელი: უმაგრესი მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტებისათვის - ორი ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო!

http://lelo.ge

,,იმდენად დაიგვიანა ბელგრადიდან საკდესის ცნობამ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ, რომ რედაქციაში ვხუმრობდით კიდეც ნამდვილად კობა კურტანიძე გახდებოდა ჩემპიონიო" – წერდა 1989 წლის 14 ოქტომბრის გაზეთი ,,ლელო".

ხანაში, როდესაც ინტერნეტი არ იყო და მასშტაბური შეჯიბრებების ტელერეპორტაჟიც ფუფუნებად ითვლებოდა, უცხოეთიდან საქართველოში ყველა სპორტულ ინფორმაციას მოსკოვის გავლით იღებდნენ.

,,საკდესმა" (საკავშირო დეპეშატა სააგენტო იგივე TASS) დაგვიანებით, მაგრამ როგორც იქნა შეატყობინა ,,ლელოს" რედაქციას, რომ ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კობა კურტანიძეს (95 კგ) მოუპოვებია. მაშინ კობა უკვე ზედიზედ ხუთჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი (მერე კიდევ ორჯერ გახდა და მერე სსრკ დაიშალა, თორემ ვინძლო ეს მაჩვენებელიც გაეზარდა). გორელს ნაკრებში ადგილი დაჯავშნული ჰქონდა და ამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ფავორიტის რანგში წავიდა. იმ წელს კურტანიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებაც შეძლო და სპორტული სეზონი მსოფლიოს ჩემპიონობით დააგვირგვინა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო 1988 წლის ოლიმპიადამ კურტანიძის გარეშე ჩაიარა, თორემ ძალიან დიდი შანსი იყო, რომ იქიდანაც მედლით დაგვბრუნდებოდა გორელი ფალავანი.

უშუალოდ ბელგრადის 1989 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი კურტანიძემ ზედიზედ სძლია წმინდა გამარჯვებებით კანადელ ჯეიმს კენდრეიკს, სამხრეთ კორეელ ვუ ტაი კუს და ისლანდიელ ბარნი ფრიდრიკსონს, ნახევარფინალში კობამ სეულის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი მარკ მაილინგი (გდრ) დაამარცხა, ხოლო ფინალში მონღოლი ოდვოიგინ ბალჯინიანი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებიდან მეორე დღეს კურტანიძე იუბილარი იყო – 13 ოქტომბერს ის 25 წლის გახდა.

ბელგრადში, მეორე საშეჯიბრო დღეს გია თენაძემ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამაზე ,,ლელოს" მომდევნო ნომერი იუწყებოდა და თენაძის შედეგზე საუბრისას აღნიშნავდა: ,,27 წლის გორელ ფალავანს გიორგი თენაძეს მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული სხვადასხვა რანგის ტურნირებზე. მაგრამ ამ წარმატებათა ნუსხაში მაინც არ მოიძევება ისეთი ჯილდოები, სრულად რომ წარმოაჩენდა მის ნიჭსა და შესაძლებლობებს".

გაზეთი იმას გულისხმობდა, რომ გიას იქამდე სეულის ოლიმპიადაზეც ბრინჯაოს მედალი აეღო და 1989 წლის ევროპის ჩემპიონატიდანაც ბრინჯაოს მედლითვე დაბრუნდა, თუმცა სამი დიდი შეჯიბრების ბრინჯაოს მედალი ძალიან ბევრი სპორტსმენისთვის სანატრელია და თენაძის კარიერაც ამ მედლებით რა თქმა უნდა მაინც მდიდარია.

არადა, ბელგრადში თენაძემ ის მარკ ალექსანდერი (საფრანგეთი) დაამარცხა, რომელმაც გორელს სეულის ოლიმპიადაზე და 1989 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოუგო. ალექსანდერი ჩვენებურის პრინციპული მეტოქე გახლდათ, ბელგრადში გიამ მასთან კი აიღო რევანში, მაგრამ ეს მოხდა უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში. იქამდე, კერძოდ ნახევარფინალში ამერიკელ მაიკლ სვეინთან წააგო და ფინალში ვერ გავიდა. იქ თავის მხრივ იაპონელი ტოსიჰიკო კოგა ელოდა თენაძეს, კოგა, რომელსაც გიამ სეულში, ოლიმპიურ თამაშებზე მოუგო.

საბოლოოდ, ალექსანდერის გარდა თენაძემ ბელგრადის ტატამზე დაამარცხა ჰანს ენგელმაიერი (გფრ), მეზიან დაჰმანი (ალჟირი), მაიკლ შულცი (გფრ) და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.

მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მარტყოფელმა ამირან ტოტიკაშვილმა (60 კგ) მოიპოვა, ვერცხლის მედალს კი ქუთაისელი აკაკი კიბორძალიძე (აბსოლუტური) დასჯერდა.

,,20 წლის ამირან ტოტიკაშვილი მართლაც იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული მოჭიდავეა და ასაკის მიუხედავად ფავორიტად ითვლება ნებისმიერი რანგის ტურნირზე. მას შემდეგ, რაც მოზრდილთა სარბიელზე გამოჩნდა მისი ერთადერთი მარცხი გვახსოვს მხოლოდ, ისიც სეულის ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში, თანაც ვისთან, მასპინძელთა გუნდის ლიდერთან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას ატარებდა. დიახ, ატარებდა, რადგან უკვე ის დროა, რომ ამირან ტოტიკაშვილმა, სადაც გინდა იყოს შეჯიბრება, ძნელი სავარაუდოა ვინმეს დაუთმოს პირველობა" – იუწყება მაშინდელი გაზეთი ,,ლელო" (17. X. 1989)
ამირანი ბელგრადში თავისი წონის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა, რადგან წინა წელს სეულის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი ჰქონდა აღებული და 1988 და 1989 წლებში კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

ტოტიკაშვილმა ამ შეჯიბრებაზე თურქი ჰალდუნ ეფემილი, გერმანელი ჰელმუტ დიეცი, კუბელი ისრაელ ერნანდესი, ავსტრიელი მანფრედ ჰიპტმაიერი, ნახევარფინალში კორეელი იონ კიიონი და ფინალში იაპონელი ტადანორი კოშინო დაამარცხა.

მხოლოდ ფინალში, უძლიერეს იაპონელთან – ნაგოია ოგავასთან წააგო აკაკი კიბორძალიძემ და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა. ქუთაისელი სპორტსმენისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი კარიერის საუკეთესო შედეგი იყო. მეტიც, ამ შეჯიბრების შემდეგ მან ფაქტობრივად დაასრულა კარიერა. ვიცეჩემპიონობა ერთი წლით ადრე ევროპის ჩემპიონატზეც მოიპოვა კიბორძალიძემ და კონტინენტის ჩემპიონატის ბრინჯაოსაც ფლობდა.

სამწუხაროდ, ამ ოთხეულიდან ორსკიბორძალიძეს და კურტანიძეს კარიერის კი არა ცხოვრების ნაადრევად დასრულებაც მოუწიათ. კიბორძალიძე 37, კურტანიძე კი 41 წლის ასაკში გარდაიცვალნენ.

დავუბრუნდეთ 1989 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს და გაზეთ ,,ლელოს", სადაც ჩემპიონატის შემაჯამებელი წერილი ასე სრულდება:

,,მთლიანად ოთხი ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზეა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი. დავუშვათ და ჩვენი კვარტეტი ცალკე გუნდად ჩავთვალოთ მათზე წინ მხოლოდ იაპონელები აღმოჩნდებიან. ძიუდოს სამშობლოს გუნდი ამ ჩემპიონატისთვის შესანიშნავად მომზადებულა და ძალიან ეცადა დაეუბრუნებინა ძველი პოზიცია. მათ 3 ოქროს მედალი მოიპოვეს, 2 ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოსი.

მაგრამ საქართველოს გუნდი ნახევარი კი არა იაპონელებივით მთელი შემადგენლობით რომ ყოფილიყო და რომ ეჭიდავა მძიმე წონაში დავით ხახალეიშვილს, 86 კგში დავით ბაგაურს, ან ანზორ თენაძეს, 78 კგში ვთქვათ ენგურ გოგიჩაშვილს, 65 კგში რომელიმე ჩვენს პერსპექტიულ ახალგაზრდას, მაშინ, დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალთა თანაფარდობა სხვა იქნებოდა.

ისე, კი საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ჩვენი ოთხეულის წყალობით აჯობა იაპონელებს გუნდურ ჩათვალში. მან 33 ქულა მოიპოვა, ძირითადმა მეტოქეებმა კი ორით ნაკლები.

საქართველოს ძიუდოისტების გამოსვლა ბელგრადში ჩვენი რესპუბლიკის სპორტის ისტორიის ერთერთი ნათელი ფურცელია" - წერდა მაშინდელი ,,ლელო"

კვარცხლბეკი:

60 კგ. 1. ამირან ტოტიკაშვილი (სსრკ), 2. ტადაჰირო კოშინო (იაპონია), 3. კიუნგ იუნგ იონი (სამხ. კორეა), დაშგომბინ ბატულგა (მონღოლეთი)

65 კგ. 1. დრაგომირ ბეცანოვიჩი (იუგოსლავია), 2. უდო კველმალცი (გდრ), 3. სერგეი კოსმინინი (სსრკ), ბრუნო კარაბეტა (საფრანგეთი)

71 კგ. 1. ტოსიჰიკო კოგა (იაპონია), 2. მაიკლ სვეინი (აშშ), 3. გიორგი თენაძე (სსრკ), სუ ლი ჩანგი (ჩრდ. კორეა)

78 კგ. 1. ბიონ ჯო კიმი (სამხ. კორეა), 2. ტაცუტო მოშიდა (იაპონია), 3. ბაშირ ვარაევი (სსრკ), ვალდემარ ლეგიენი (პოლონეთი)

86 კგ. 1. ფაბიენ კანუ (საფრანგეთი), 2. ბენ სპიკერი (ჰოლანდია), 3. ალექს ლობენშტეინი (სსრკ), შტეფან ფრეუდენბერგი (გფრ)

95 კგ1. კობა კურტანიძე (სსრკ), 2. ოდვიგინ ბალჯინიამი (მონღოლეთი), 3. რობერ ვან დერ ვალე (ბელგია), მარკ მელინგი (გფრ)

+95 კგ. 1. ნაგოია ოგავა (იაპონია) 2. ფრანკ მორენო გარსია (კუბა), 3. გრიგორი ვერიჩევი (სსრკ), 3. რაფაელ კუბაცკი (პოლონეთი)

აბსოლუტური: 1. ნაგოია ოგავა (იაპონია), 2. აკაკი კიბორძალიძე (სსრკ), 3. კუნ სო კიმი (სამხ. კორეა), ალექსანდრ ვონ დერ გრობენი (გფრ). 

  • ღირსი მამაჲ ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი
  • წმიდა მოწამე, საქართველოს მეფე არჩილი
  • ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით ''ექიმი ხის'' სამკურნალო თვისებებზე
  • საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
  • როგორ გავრეცხოთ სწორად ''დუტის'' ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!
  • ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია.
  • ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები