Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
საქართველოს უცნობი ფრესკები

www.ambebi.ge

საქართველოს უცნობი ფრესკები რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დღემდე უცნობი ფრესკები აღმოაჩინეს. ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებას მეცნიერებმა ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში მიაკვლიეს.

ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარი ვინმე ჯავახაძეს მოუხატვინებია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნიკორწმინდის ახალაღმოჩენილი მხატვრობის ნიმუშები XVI საუკუნეს განეკუთვნება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ამ აღმოჩენის შემდეგ ცნობილი გახდა ორი ფეოდალური გვარი, რომელიც XVI საუკუნეში ტაძრის აღდგენაში მონაწილეობდა. ფრესკებზე გამოსახულია ქტიტორთა მთელი ოჯახი. აქვეა მხატვრის წარწერა, შესრულებული ასომთავრულით: „შენდობა ბრძანეთ და ვინცა შენდობა ბრძანოთ, თქვენაც შეგინდოთ ღმერთმა“.

ნიკორწმინდის სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელი, საერთაშორისო პრემიის "ნოსტრას" მფლობელი, რესტავრატორი გურამ ჭეიშვილი ამბობს, რომ კარიბჭის მხატვრობა, სადაც მეცნიერებმა უნიკალურ ფრესკებს მიაკვლიეს, სრულიად შეჭვარტლული იყო და მცირე ორნამენტული ზოლების გარდა არაფერი ჩანდა.

„ამ ორნამენტებზე დაკვირვების შემდეგ საცდელი მონაკვეთები მოვნიშნეთ და მხატვრობის კვალი აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ დასავლეთის კარიბჭის გაწმენდა დავიწყეთ და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები“, - ამბობს გურამ ჭეიშვილი.

„ნიკორწმინდის ტაძრის უმდიდრეს ინტერიერში ძველი მოხატულობის სულ ახალი ფენები ჩნდება. ეს მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენაა. მხატვრობის ნიმუშების კონსერვაცია წლეულს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად განხორციელდება“, - მიიჩნევს ნიკა ვაჩეიშვილი.
ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე განხორციელდა ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები და გადახურვა. ნიკორწმინდის იმ ფრესკების კონსერვაციის I ეტაპი კი, რომლებიც რთულ მდგომარეობაშია, 2010 წელს დაიწყო. ექსპედიცია ამ ეტაპზე ტაძრის დასავლეთ მკლავის, გუმბათსა და საკურთხეველში არსებული ფრესკების გადარჩენაზე მუშაობს. ეს სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

სარეაბილიტაციო და კონსერვაციის სამუშაოების გარდა, ტაძრის ტერიტორიაზე, წყლის გადამყვანი სისტემებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

პროექტს სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები ახორციელებენ.
ნიკორწმინდის ტაძარი 1010-1014 წლებში ააგეს. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები კი მოგვიანებით მიაშენეს. 1534 წელს ტაძარი იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს განუახლებია. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე პერიოდისაა.

ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: წმინდანთა გამოსახულებებით, მრავალფიგურიანი სცენებით ("ფერისცვალება“, "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), რეალური და მისტიკური ცხოველებით, რომლებიც ლაღად და ზუსტად ზის ერთიან სილუეტში.

ნინო ჯაფარიძე
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

  • თეატრალური აფიშა
  • ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები