Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ტაო-კლარჯეთის შემოერთების შესახებ

www.ambebi.ge

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ტაო-კლარჯეთის შემოერთების შესახებ ეს წერილი 1946 წლის 5 იანვარს დაიწერა, მისი ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე გახლავთ. წერილი იმ დროისთვის "ქართული საბჭოთა პრესის ფლაგმანად" წოდებულ გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მთელი საქართველო წაიკითხავდა.

სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებულია, როცა გამძაფრებულია საკუთარი ტერიტორიების დაცვისა და პატრიოტიზმის გრძნობა, აგრეთვე, გამარჯვებული დიდი ქვეყნის ძლევამოსილების განცდა. სწორედ ამ დროს წამოჭრა საბჭოთა კავშირის მთავრობამ ქართველებისა და სომხების ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნების საკითხი, გაიშალა საინფორმაციო კამპანია, გამოქვეყნდა არაერთი პუბლიკაცია, რომელთა შორის იყო კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერილი.


წერილი რედაქციის მიმართ პატივცემულო რედაქტორო!

გთხოვთ მომცეთ საშუალება გაზეთ "კომუნისტში" ამ მოწოდების გამოქვეყნებით ჩემი და მთელი ჩემი სამწყსოს ხმა შევუერთო ქართველი ერის სამართლიან მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული იყო თურქეთის მიმართ პატივცემული მეცნიერების - სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილში (იხ. "კომუნისტი" #24, 14.XII.1945 წ.).

XV საუკუნეში მაჰმადიანურმა ოსმალეთმა ქრისტიანულ მსოფლიოს გულზე ფეხი დაადგა: სახელოვანი კონსტანტინოპოლი დაიპყრო და კულტურული ახლო აღმოსავლეთის სიამაყის - ბიზანტიის სახელმწიფოს არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა.
იუსტინიანე კეისრის დროის გენიალურ ქმნილებაზე - წმინდა სოფიის ტაძარზე, დაპყრობილ ქრისტიანეთა სისხლით მოსვრილი ხელის ანაბეჭდი - გამომხატველი გამარჯვებული ხონთქარის მიერ ქრისტიანული ტაძრის მაჰმადიანურ მიზგითად გადაქცევისა, მომასწავებელი რამ იყო ოსმალთა პოლიტიკისა მათ მიერ დაპყრობილ ქრისტიანულ ქვეყნებში.

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ბნელი უკუნეთი ჩამოწვა, ჩვენს ქვეყანას ოსმალეთი გაუმეზობლდა. შეწყდა მრავალსაუკუნოვანი ცხოველი ურთიერთობა ქართველებისა დასავლეთის განათლებულ ხალხებთან.
ოსმალეთი ყოველთვის შორს იდგა მეზობლებთან მშვიდობიანი კულტურული ურთიერთობისაგან. ეს აგრესიული ბუნების სახელმწიფო ყველა მეზობელს თავს ესხმოდა და გლეჯდა, ვიდრე საამისო ღონე მოსდევდა.

ამ დროიდან მოკიდებული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ზავი არა ჰქონია. ოსმალეთი უჩვეულო სიჯიუტით ცდილობდა საქართველოს დაპყრობას ცეცხლითა და მახვილით, მაგრამ ქართველები შეუნელებელი მხნეობით თავს იცავდნენ.
300 წელს გრძელდებოდა უსწორო ბრძოლა.

მოძალადე მტაცებელმა განაზრახი ვერ შეისრულა, ქართველთა სიმტკიცე ვერ გასტეხა და საქართველო მთლიანად ხელთ ვერ იგდო. დამპყრობელს მწარედ მოაგონდება ბასიანი, ბათომი, გორი, ასპინძა, ზეკარი, ხრესილი, ჩხერის ციხე და არაერთი სხვა ადგილი - მოწმე ქართველთა მამაცური შებმისა და მომხდურის დამარცხება-უკუქცევისა.

მაგრამ უზარმაზარ მტერთან ბრძოლაში მეტად დაზიანდა ქართველი ხალხი. ოსმალეთმა თანდათან მიიტაცა საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ვრცელი მიწა-წყალი: ჭანეთი, ბეიბურთ-გიუმიშხანე, თორთუმი და სპერი, შავშეთ-კლარჯეთი, ტაო-ბასიანი, კოლა-არტაანი და სამცხე.
არც ერთ დამპყრობელს შუა საუკუნეებში კულტურული ახლო აღმოსავლეთისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, როგორიც მას ოსმალეთმა მიაყენა. ბიზანტია-საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბია, ალბანეთი, სომხეთი, საქართველო და მრავალი სხვა კულტურული ქვეყანა, ქრისტიანული თუ მაჰმადიანური, შეიქმნა მსხვერპლი ოსმალური მიმტაცებლობისა და მისი ბარბაროსული მოძალადეობისა.

შეუძლებელია სიტყვით გამოითქვას ის უსამართლობა, რომელიც გადაიტანა ხონთქრის საბრძანებელში მოყოლილმა ქართველობამ ოსმალ დამპყრობელთაგან. ფიზიკური ძალადობა, მორალური შეგინება ოსმალთა ბატონობის მთავარი იარაღი იყო.

ოსმალეთმა შეუძლებელი გახადა მის მიერ მიტაცებული ქართული ოლქების შემდგომი განვითარება. ბარბაროსული თურქული ფეოდალიზმი სულშემხუთავ ძალად დააწვა შეუდარებლად უფრო წინ მდგომ ქართულ საზოგადოებრივ წყობილებას დაპყრობილ ოლქებში. დამახასიათებელია, რომ ქართულმა საზოგადოებრივმა აზროვნებამ დამპყრობელთა მიერ შემოღებულ წესებს, ყოვლად უცხოს და შეუფერებელს ქართული ცხოვრებისათვის, უწოდა ოსმალობა, რომელიც უსამართლობის სინონიმად გადაიქცა.

წინსვლა შეჩერდა და ქვეყანა თანდათან უკან წავიდა. ქრისტიანობა, ეროვნული კანონები და ქართული ენა ცეცხლითა და მახვილით იდევნებოდა. ოდესმე აყვავებულს ქვეყანაში უკულტურობამ დაისადგურა. სასოებით და სიყვარულით ნაგები ტაძრები, ხელოვნების შესანიშნავი ძეგლები თანდათან დაიცალა, დაყრუვდა. თანდათან გაქრა ბანას თუ ხახულს ოპიზართა მიერ ნაჭედი წმინდა ხატები, წყაროსთავს მოხატული საღვთო წიგნები, შატბერდს ნათქვამი სიბრძნე, ოშკს შეთხზული საგალობლები. მათი დიდი უმრავლესობა დაიღუპა, ნაწილი სასოებით გადამალეს შევიწროებულმა მლოცველებმა, ნაწილიც თან წაიღეს გაჯოჯოხეთებული სამშობლოდან ლტოლვილებმა.

დამპყრობელთა ბარბაროსულმა მმართველობამ ხალხი გააღატაკა; მოსახლეობის რიცხვი კატასტროფულად შემცირდა, ქვეყანა გავერანდა. ოსმალური მმართველობის ჩამორჩენილობის მჭევრმეტყველური ნიშანია, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეს დამპყრობელი დაეპატრონა, იქ მოიშალა და მოისპო ოდესმე აყვავებული საქალაქო ცხოვრება, ინტენსიური სასოფლო მეურნეობა, ჩაქრა განათლების კერა, შეწყდა ყოველგვარი მშენებლობა.

მთელს ამ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა ქართველობის დროის დიდებული არქიტექტურული ძეგლებით (რამდენადაც ისინი ჯერ კიდევ არ გაუნადგურებიათ ისტორიისა და მეცნიერების წინაშე პირშავ ბარბაროსებს), არც ერთი სასახლე, არც ერთი ტაძარი, არც ერთი ქარვასლა, არც ერთი ხიდი და არც სხვა რამ აშენებულება, რამდენადმე ღირსშესანიშნავი, არ აგებულა ოსმალთა ბატონობის დროს.

ხალხის სასიცოცხლო ძალების პარაზიტული გამოწოვით ოსმალურმა მმართველობამ დაპყრობილ ქართულ ქვეყნებში დაახშო განვითარებისა და შემოქმედების ყოველგვარი გზა.

ზემოთ თქმულში დასარწმუნებლად საკმაოა ერთიმეორეს შევადაროთ დღევანდელი საქართველოს ორი ნაწილი: საქართველო ოსმალეთის ბატონობის ქვეშ მყოფი და საქართველო თავისუფალი. განუზომელია ჩამორჩენა სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისა და მწარე კაეშნის მომგვრელია ბედის უკუღმართობა: ისტორიულ საქართველოს დიდი კულტურული აღმავლობის ხანაში, IX-XII საუკუნეებში, და შემდეგ, ვიდრე ოსმალთა მიერ მიტაცებამდე, საქართველოს სწორედ ეს ნაწილი იყო ჭეშმარიტი აკვანი და საძირკველი მთელი ჩვენი ხალხის სულიერი თუ ნივთიერი კულტურისა.

დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად საბჭოთა ხალხებთან განუყრელ ძმურ კავშირში აღდგა თავისუფალი ქართველი ერი. გასაგებია, რომ საუკუნო ზრუნვის საგანი - მტრისგან ძალად მიტაცებული ქართული მიწა-წყლისა და დაჩაგრულ-შეგინებული ღვიძლი ძმების დედასამშობლოსათვის დაბრუნება - გარდაუვალ ამოცანად დაისვა მის წინაშე.

ქართული მართლმადიდებელთა ეკლესია ისტორიულად ყოველთვის ეროვნული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მატარებელი და მქადაგებელი იყო. ჩვენი ეკლესია ამასთანავე სხვა სარწმუნოების მიმდევართა მიმართ ყოველთვის ლმობიერებით და მოთმინებით განირჩეოდა. მით უმეტეს ეს ითქმის იმ ქართველების, ჩვენი ღვიძლი ძმების მიმართ, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ძალადობის შედეგად ისლამის სარწმუნოება მიიღეს.

ქართულ ეკლესიას არ ჰქონია და არც არასდროს ექნება განზრახვა სამხრეთ საქართველოს რაიონებში ქრისტიანობის აღდგენაზე იფიქროს. ხოლო რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას, ყველასათვის ცნობილია მისი დამოკიდებულება სარწმუნოების საკითხისადმი: ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია სინდისისა და რწმენის თავისუფლება - ყველას შეუძლია ირწმუნოს და ილოცოს ისე, როგორც თვითონ სურს.

დღეს ისტორიული უსამართლობის გასწორების ჟამია. თავისუფლებისმოყვარე ხალხებმა სამუდამოდ დაამარცხეს მძლავრობა-მტაცებლობის კერა - ფაშისტური გერმანია და მისი მოკავშირენი.

ქართველმა ხალხმა თავდადებული ბრძოლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოროტ ძალთა განადგურების ამ საერთო საქმეში და უდავო უფლებაც მოიპოვა მოითხოვოს ისტორიული უსამართლობის გასწორება - საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული გაერთიანება.

თავისუფალ ერთა გაერთიანების წევრმა ოსმალეთმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ქართული მიწა-წყალი: რაიონები არტაანისა, ართვინისა, ოლთისისა, თორთუმისა, ისპირისა, ბაიბურთისა, გიუმიშხანესი და ლაზისტან-ჭანეთი ტრაპიზონისა და გირესუნის ჩათვლით.

მე მივმართავ გაერთიანებულ ერთა ხელმძღვანელებს, მსოფლიო მოწინავე საზოგადოებრიობას და მოვუწოდებ მათ, მხარი დაუჭირონ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ამ წმინდა საქმეს.

კალისტრატე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 1946 წლის იანვრის 5
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

  • თეატრალური აფიშა
  • ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები