Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ძიება »»                      
~ ქართულად
ჩვენს შესახებ   • სერვისი   • კითხვები და პასუხები   • ფოტოგალერეა  

 

ხშირად დასმული კითხვები

(13.03.2011)

1,ტერფის შენება და მისი როლი ნორმალური სიარულის ბიომექანიკაში. ტერფის თაღები

2, ტერფის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები

3, რა არის ბრტყელტერფიანობა.

4, ბრტყელტერფიანობის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები.

5, ბრტყელტერფიანობის კლასიფიკაცია ფორმის მიხედვით (განივი, გრძივი); კლასიფიკაცია მიზეზების მიხედვით (სტატიკური, ტრამვული, რაქიტული, პარალიზური, თანდაყოლილი).

6, ბრტყელტერფიანობის კლინიკური სურათი

7, ბრტყელტერფიანობის მოსალოდნელი გართულებები.

8, ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის პრინციპები

9, ბრტყელტერფიანობის მკურნალობა და კორექცია. (სუპინატორები, ორთოპედიური ფეხსაცმელი)

10, პროფილაქტიკური რჩევები - სიარულის სწავლა, ფეხსაცმელი, სპორტი და სხვა.



ადამიანის სიარული არის რთული, ბევრი კომპონენტისაგან შემდგარი პროცესი. ესენია ძლოვანი, სახსროვანი, კუნთოვანი და ნერვული ელემენტები.

ტერფი - სხეულის გარემოსთან შეხების რგოლია, ამიტომ მისი ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობა მეტად მნიშვნელოვანია მთლიანად ძვალ-სახსროვანი სისტემისათვის.

ტერფის რთული ანატომიური აგებულება აქვს და შედგება 28 ძვლისა და 20 სახსრისაგან, აქვს 24 პოზიცია. ერთი ანატომიური ელემენტის დაზიანება არასოდეს არის იზოლირებული ფუნქციურად, ამიტომ ტერფს განიხილაცენ როგორც ანატომიურ არამედ როგორც „ფუნქციონალურ“ ერთეულს

ნორმაში ტერფის ყრდნობის წერტილებია: ქუსლი, I და V თითი (დგომისას). აქედან გამომდინარე ყალიბდება ტერფის სიგრძივი და განივი თაღები, რომელთან საშუალებითან ხორციელდება ნაბიჯის შესრულება.

სიარულის დროს ერთმანეთს ენაცვლება ორი პერიოდი
ყრდნობა, როდესაც ტერფი ეხება საყრდენს.
გადატანა, როდესაც თავისუფალი ფეხი გადის წინ (მოწყვეტა საყრდენი ზედაპირიდან) ეს არის - ნაბიჯი


ყრდნობა შედგება 3 ფაზისაგან:
ყრდნობა ქუსლზე
ყრდნობა მთლიანი ტერფის
ყრდნობა წინატერფზე

II ფაზაში ყრდნობის ფართი მაქსიმალურია, თაღის სიმაღლე მინიმალური. ამ დროს თაღის დაშვება ერთ მხრივ ქმნის დატვირთვის ამორტიზაციას, მეორე მხრივ სტაბილიზაციას, იმისთვის რომ მოხდეს საყრდენიდან მოშორება.

ტერფი სხეულის „ფუნდამენტია“ და მასში არსებული დარღვევები იწვევს მთელი კონსტრუქციის ცვლილებებს.

მოსახლეობის 80% აღენიშნება-საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ტერფის დეფორმაციასთან.

ბრტყელტერფიანობით - პლანეტის მოსახლეობის 60-70% არის დაავადებული. (XX საუკუნის დასაწყისში ეს პროცენტი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო რადგან სოფლის მოსახლეობა ფეხშიშველი სიარულით იყო დაცული)

ბრტყელტერფიანობა არის შედეგი ტერფის ანატომიურ და ფუნქციონალურ მდგომარეობათა შორის შეუსაბამობისა, სხვაგვარად: ეს არის სუპინაციის უუნარობა საყრდენიდან მოწყვეტისას.

ბრტყელტერფიანობის დროს ტერფის თაღები შეცვლილია, ხოლო მათი ფუნქცია დარღვეული.

ბრტყელტერფიანობა არის განივი 55%, სიგრძივი 29% და კომბინირებული. თუმცა ბოლო წლების ლიტერატურის მიხედვით ზოგი ავტორი თვლის, რომ იზოლირებულად სიგრძივი ბრტყელტერფიანობა არ არსებობს.

ეტიოლოგიის მიხედვით
რაქიტული
პარალიტიკური
სტატიკური
ტრამვული
თანდაყოლილი
კომბინირებული

განვითარების მიხედვით:
პროდრომული სტადია
გარდამავალი
ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბების
ბრტყელი ვარგუსური ტერფის სტადია.
კონტრაქტურა

ბრტყელტერფიანობა არის ისეთი პათოლოგია, რომელიც იზოლირებულად არასოდეს არ არის. (ტერფის დეფორმაცია იწვევს გარკვეული ორგანოების ფუნქციის მოშლას)

მაგალითად, ბრტყელტერფიანობასთან კომბინაციაში ხშირად არის:
სკოლიოზი,
კოქსართროზი,
კიფოზი
ოსტეოქონდროზი
დისკი თიაქარი
ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი
ლიმფო-ვენური უკმარისობა
მძიმე ფეხის სინდრომი

ტერფის მხრივ:
სხვადასხვა ფასციტები
ქუსლის დეზი
I თითის ვალგუსური დეფორმაცია
აქილევსის მყესის დაზიანება

ბრტყელტერფიანობის კორექცია:

ორტეზი არის ისეთი მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს ან ეხმარება სხეულს მოძრაობაში. პირველად ორტები XVIII საუკუნეში შეიქმნა ჰოლანდიაში. ის დამზადდა კორპისაგან, შემდეგ შეიქმნა ტყავის, მეტალის და ხის.

1887 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ვიტმანმა გააკეთა ინდივიუალური ორტეზი სპილენძისაგან. ის დამზადებული იყო თაბაშირის ანაბეჭდის მიხედვით. ანაბეჭდი აღებული იყო პაციენტის მჯდომარე მდგომარეობის დროს, ამიტომ თაღი გამოვიდა ძალიან მაღალი.

1914 წელს ლეინჯმა შეცვალა მეთოდიკა და ავადმყოფი დააყენა - ეს იყო პლანტოგრამა.

XX საუკუნის დასაწყისში ამერიკაში დაიწყო სტანდარტული ორტეზეშის წარმოება.

25 წლის წინ შეიქმნა ახალი მეთოდიკა პედოგრაფია - ეს არის ანაბეჭდის აღება სიარულის პროცესში და მასზე დაყრდნობით ინდივიდუალური ღარის შექმნა.

დაბადებისას ბავშვის ტერფი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, მისი სტრუქტურა ხრტილოვანია. ტერფის თაღები და ხერხემლის ნადრეკებში ფორმირებას იწყებს სიარულის დაწყებასთან ერთად. ფორმირების I ეტაპი სრულდება 8-9 წლის ასაკში. ამ დროს ტერფისა და ხერხემლის ფორმა უკვე ჰგავს ზდასრულისას. გარდამავალ ასაკში მიმდინარეობს შემდგომი ჩამოყალიბება ამ სტრუქტურების სრულყოფა.

3 წლამდე ბავშვის ტერფში ცხიმოვანი ქსოვილი მკვეთრად არის გამოხატული. ამიტომ ბრტყელტერფიანობის დიაგნოზის დასმა 3 წლამდე ნაადრევია. შესაბამისად პედოგრაფია (ტერფის ბიომექანიკის შესწავლა) სასურველია გაკეთდეს 3,5 წლიდან. საკორექციო ღაბაშით მკურნალობა მხოლოდ ამ ასაკიდან არის მიზანშეწონილი. 


 
  ქართულად  
ძიება სხვა სისტემებში
Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

  Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები