ქართული | English | Русский
           
Главная | О проэкте | Партнеры | Обслуживание | Контакт |



სტიქიამ ახმეტის რაიონი დააზარალა

http://www.presa.ge/

[ინტერპრესნიუსი]
სტიქიამ ახმეტის რაიონი დააზარალა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და დასეტყვილია ვენახები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გუშინ ღამით ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში 14 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის კობა მაისურაძის განცხადებით, 80%-ით არის დაზიანებული 5 საცხოვრებელი სახლი, დაახლოებით 150 ჰა-ზე დაისეტყვა მოსავალი.

სტიქია 2 საათი გაგრძელდა. ქარმა ალვანი - მაღრაანის გზის ქარსაცავი ზოლების ხეები დაგლიჯა. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია. ადგილობრივ ბიუჯეტში იმდენი თანხა არ გვაქვს, რომ მოსახლეობას ზარალი მთლიანად ავუნაზღაუროთ, დახმარება მხოლოდ მეორადი შიფრით შეგვიძლია. კახეთის გუბერნატორი საქმის კურსშია და ვცდილობთ, იქნებ დაზარალებულებს დახმარება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოუყონ, - აღნიშნა კობა მაისურაძემ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.








Поиск в других системах
Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  
 

  Copyright © 2003-2010 Directory.Ge Counter: 20709
TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები, მობინადრეები, თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო