Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
პატრიარქის ქადაგება (მშობლის მიერ შვილის ხატით დალოცვის ლოცვა 16.10.2016)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა და ყოველი ადამიანი.
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, ეს არის ოჯახის საკითხი,- ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ასევე მშობლებიც; არის შემთხვევები, როცა მამა სცემს და დედა კი სწყევლის შვილებს, რაც ძალიან საშიშია, რადგან ხშირად წყევლა სრულდება.

მე მინდა შეგახსენოთ ძველი წესი, რომელიც იყო ჩვენს წინაპრებში და რომელიც ახლა მივიწყებულია, – დალოცვა მშობლების მიერ თავისი შვილებისა, უფრო სწორად ყოველი შვილის ცალკე.

ამისათვის დედ-მამამ უნდა აჩუქოს მას მოძღვრის მიერ ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის მანძილზე შვილისა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მშობლებმა დამლოცეს მე და აი ეს პანაღია, რომელიც დღეს მაქვს, მათი დალოცვის პანაღიაა (მაშინ პანაღია არ იყო, ხატი იყო და შემდეგ გახდა პანაღია). ამას აქვს დიდი ძალა.

თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი, სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდებიან მშობლები. მაგრამ ღვთის მადლი, რომ გამოითხოვოთ ჯერ თქვენ,- მშობლებიც და შვილებიც, უნდა მოემზადოთ1.

შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიის ერთ-ერთი მცნებაა: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსარათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. დაე, უფალმა მოგანიჭოთ ბედნიერება თქვენ, მთელს საქართველოს, მკვიდრთა საქართველოსათა და ყოველ ქართველს, რომელიც უცხოეთშია.

დღეს პირველად მე წავიკითხავ ამ ლოცვას მთელი საქართველოსთვის. შემდეგ იგი დაიბეჭდება სპეციალურ სიგელზე და დაგირიგდებათ. შვილი მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ეს დალოცვა ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს, მხოლოდ ერთხელ2 ასეთი წესით: შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე და იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ მას. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას:
ღმერთო ჩვენომამაო ყოვლისა მპყრობელოძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტესულო წმიდაო,ცხოველმყოფელოსამებაო ერთარსო და განუყოფელოგარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცეშვილები ესე საქართველოისამონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ3 მრავალჟამიერი სიცოცხლემტკიცემართლმადიდებელი სარწმუნოებასიყვარული ღვთისა და მოყვასისათავმდაბლობაგანცდაი თვისთა ცოდვათა,სიბრძნესიმშვიდე და მოთმინებანიჭი და უნარ სწავლისა და შრომისაბედნიერი ოჯახიმრავალი შვილი,კეთილდღეობა და სიხარულიგონება საღი და გახსნილიგული წმინდასიყვარული მშობელთა თვისთა.
ჰოიუფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაფარ შვილნი ესე ჩვენნი სულიერ ხილული და უხილავი მტრებისაგან დაღირსყავ ისინი ცათა სასუფევლისა. ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთაწმიდათა შენთაამინ.”

შემდეგ შვილს ასხურებთ ნაკურთხ წყალს და გადასახავთ ჯვარს. თუ მთელი გულით შესთხოვთ უფალს და აღასრულებთ ყოველივეს, თქვენც და თქვენი შვილებიც და მთელი ოჯახი იქნებით ბედნიერნი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.


{1}. მომზადებაში იგულისხმება ის, რომ როგორც მშობლებმა, ისე შვილებმა უნდა თქვან აღსარება, ეზიარონ, ილოცონ, და გულით სთხოვონ ღმერთს შეწევნა, რათა მშობლებიც იყვნენ მზად კურთხევის გაცემისთვის და შვილებიც კურთხევის მიღებისთვის.

{2}. კონკრეტულად ეს ლოცვა მშობლის მიერ იკითხება ერთხელ, რადგან იგი ხატით დალოცვის ლოცვაა, რაც ნიშნავს მშობლის მიერ ამა თუ იმ წმინდანისადმი (ვის ხატსაც ჩუქნის) შვილის ჩაბარებას, შვილის მინდობას. ეს ხატი კი შვილის მუდმივი თანამგზავრი უნდა გახდეს და იგი პირველ რიგში ამ ხატის წინაშე ლოცვით უნდა გამოითხოვდეს ღვთისგან წყალობას და იხსენებდეს მშობლებს.
საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მშობლები ყოველდღე უნდა ლოცავდნენ თავიანთ შვილებს და ღვთის წინაშე მუდამ ლოცულობდნენ მათთვის, იმ ლოცვებით, რომლებიც საყოველთაოდაა დადგენილი.

{3}. ლოცვის ამ ადგილს თქვენ მხოლობით რიცხვში წაიკითხავთ და მიუთითებთ სახელს მაგ.: დალოცე შვილი ესე ჩემი, მონა ღვთისა გიორგი / ან მხევალი ღვთისა ნინო და მიმადლე მას…

  • თეატრალური აფიშა
  • ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები