Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
Sportall.ge-ს ვერსიით, გიორგი ჭანტურია 2016 წლის საუკეთესო ლეგიონერია

sportall.ge

17:40 27-12-2016
Sportall.ge-ს ვერსიით, 2016 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი "ურალის" ფორვარდი გიორგი ჭანტურიაა

საიტი ყოველთვიურად ასახელებს თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს. 2016 წელს თვის სამი ლეგიონერი 10-ჯერ შემოგთავაზეთ (ივნისში ლეგიონი ისვენებდა, ივლის-აგვისტო გავაერთიანეთ). ათიდან ორ შემთხვევაში პირველ ადგილზე სწორედ ჭანტურია გავიდა, ერთხელ კი მან მესამე ადგილი დაიკავა. 

თვის საუკეთესო ლეგიონერი 3 ქულას იღებს, მეორე ადგილზე გასული - 2-ს, მესამეზე - 1-ს. ამ პრინციპით ჭანტურიამ 7 ქულა დააგროვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც "სევილიას" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, მაგრამ მეტი პირველი ადგილის წყალობით გაიმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ წლეულს გამორჩეული ლეგიონერი არ გვყოლია, 2015 წლისგან განსხვავებით, როცა "ვიტესის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა 10-დან 6 თვეში იმარჯვა და საბოლოოდ 22 ქულით გახდა 2015 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი. 

ვაკო ყაზაიშვილი 2015 წლის საუკეთესო ლეგიონერია

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია II ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "დუისბურგის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა მაინც ვერ უშველა გუნდს და ვერ იხსნა გავარდნისგან. ამის შემდეგ ჭანტურია რუსულ "ურალში" გადავიდა, ახალ გუნდს ის ნელ-ნელა შეეგუა და ოქტომბერში საიტის საუკეთესო ლეგიონერთა შორის კვლავ გამოჩნდა.

როგორც უკვე ვთქვით, მეორე ადგილზე (7 ქულა) გავიდა "სევილიას" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, თუმცა 7-ვე ქულა მან "ხიმნასტიკში" თამაშისას მოიპოვა და ტრავმის გამო დიდი დრო რომ არ გასცდენოდა, დიდი ალბათობით, მეტი ქულების დაგროვებას შეძლებდა.

მესამე ადგილზე 5-5 ქულით ერთბაშად 4 ფეხბურთელი გავიდა: შარშანდელი გამარჯვებული ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი/ლეგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი), ნიკა კაჭარავა (ახნასი) და ვაკო გვილია (მინსკი/ბატე).

4-4 ქულა მოაგროვეს თორნიკე ოქრიაშვილმა (ესქიშეჰირი/კრასნოდარი) და დავით სხირტლაძემ (სილკებორგი). 

3-3- ქულა მოაგროვეს გოგიტა გოგუამ (ირტიში/ორდაბასი), ლევან მჭედლიძემ (ემპოლი) და ლაშა დვალმა (შლიონსკი). 

2-2 ქულა აქვთ აკაკი გოგიას (ბრენტფორდი/დინამო დრ), გიორგი ქვილითაიას (რაპიდი) და ჯაბა კანკავას (რეიმსი). 

თითო ქულა აქვთ: გიორგი მაკარიძეს (ფეირენშე/მორეირენშე), გურამ კაშიას (ვიტესი) და გიორგი გოროზიას (სტაბეკი). 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად ჩვენმა საიტმა საბა კვირკველია (რუბინი) დაასახელა. 

2016 წლის თვის ლეგიონერები

იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი; 2 ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე.

თებერვალი
1. გიორგი აბურჯანია; 2. ვაკო ყაზაიშვილი; 3. გურამ კაშია.

მარტი
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. ლაშა დვალი. 

აპრილი
1. გოგიტა გოგუა; 2. ლაშა დვალი; 3. თორნიკე ოქრიაშვილი.

მაისი
1. გიორგი ჭანტურია; 2. გიორგი აბურჯანია; 3. გიორგი გოროზია.

აგვისტო
1. ჯანო ანანიძე; 2. ვაკო გვილია; 3. დავით სხირტლაძე. 

სექტემბერი
1. ვაკო გვილია; 2. ჯანო ანანიძე; 3. დავით სხირტლაძე.

ოქტომბერი
1. ნიკა კაჭარავა; 2. დავით სხირტლაძე; 3. გიორგი ჭანტურია.

ნოემბერი
1. თორნიკე ოქრიაშვილი; 2. აკაკი გოგია; 3. გიორგი ქვილითაია.

დეკემბერი
1. ლევან მჭედლიძე; 2. ნიკა კაჭარავა; 3. გიორგი ქვილითაია. 
  • ქალი ფუძის ანგელოზის კვერს აცხობს, მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და მარცვლეულით შემოდის - საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში
  • მსოფლიოს 13 რეიტინგი, რომლებშიც საქართველო 2016 წელს მოხვდა
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • 2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად
  • მოთოვს თუ არა 31 დეკემბერს - ახალი წლის ამინდის პროგნოზი
  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი - ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან
  • „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში“ საქართველო დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • Sportall.ge-ს ვერსიით, გიორგი ჭანტურია 2016 წლის საუკეთესო ლეგიონერია
  • ეს ნამდვილი ზაზაა! - ფაჩულიას 15 ქულა, 14 მოხსნა და გამარჯვება "ბრუკლინთან"

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 18225

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი