Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან

ambebi.ge

"გზა­დაგ­ზა ქარ­თულ წარ­წე­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი, სოფ­ლის ბა­ნე­რებ­ზე, მა­ღა­ზი­ებ­ზე, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე და გული ყელ­ში მებ­ჯი­ნე­ბო­და... ჩვე­ნი, ქარ­თულ­წარ­წე­რი­­ნი ავ­ტო­ბუ­სის და­ნახ­ვა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ და ჩვენ­თან სა­­ბარს იწყებ­დნენ ძვე­ლი, კა­ხეთ­ში უხუ­ცე­სი ხალ­ხის­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბით... თით­ქოს დრო­ში ვმოგ­ზა­­რობ­დი და ბედ­ნი­­რე­ბის­გან ემო­ცი­­ბი ყელ­ში მი­ჭერ­და..." - ასე იხ­სე­ნებს ფე­რე­­დან­ში რამ­დე­ნი­მე­დღი­ან მოგ­ზა­­რო­ბას მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იქ მი­ღე­ბულ ამა­ღელ­ვე­ბელ ემო­ცი­ებს უზი­­რებს AMBEBI.GE- მკი­თხველს.

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და იქ ჩას­ვლა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც აქამ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე. იქ მი­ღე­ბუ­ლი სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი ამ­დე­ნი წლის ლო­დი­ნად ღირ­და! ირან­ში, ქა­შან­ში, ის­პა­ჰან­სა და ფე­რე­­დან­ში ტუ­რით ჩა­ვე­დით. ცა­მეტ­ნი ვი­ყა­ვით...

ფე­რე­­და­ნის ტური, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გა­მორ­ჩე­­ლად ემო­ცი­­რი აღ­მოჩ­ნდა... ჩვე­ნი ჩას­ვლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯერ­მა იცო­და. გზა­ში, რო­გორც იქა­­რო­ბას მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, შემ­ხვედ­რი მან­ქა­ნე­ბი შუ­ქე­ბის ან­თე­ბით გვე­სალ­მე­ბოდ­ნენ. ვი­კი­თხე - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? ასე ხვდე­ბი­ან ქარ­თულ სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი­ან მან­ქა­ნებ­სო....

სო­ფელ მარ­ტყოფ­ში რომ ჩა­ვე­დით, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ათე­­ლო­ბით ადა­მი­­ნი მოგ­როვ­და - გა­­გეს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან თბი­ლად გვხვდე­ბოდ­ნენ. თა­ვი­დან, ქა­ლე­ბი თავს იკა­ვებ­დნენ და ფან­ჯრე­ბი­დან გვი­ყუ­რებ­დნენ, შემ­დეგ მა­მა­კა­ცებ­მა დარ­თეს ნება და გო­გო­ნე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ...

- სოფ­ლებს ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის ჰქვი­ათ, არა?

- დიახ. ფე­რე­­დან­ში ასეა. იქი­დან ჩუ­ღუ­რეთ­ში წა­ვე­დით და მარ­ტყო­ფე­ლე­ბი უკან მან­ქა­ნით გა­მოგ­ვყვნენ - ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დრო ეცო­ტა­ვათ და იმი­ტომ გა­მოგ­ყვნე­ნო, ამიხ­სნეს. ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე, რო­დე­საც ვნა­ხე, რომ თით­ქმის ყვე­ლა მარ­კეტს, მა­ღა­ზი­­სა და სახ­ლებ­ზე, სპარ­სულ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი იყო... "დი­დე­ბა უფალს", "იხა­რე ქარ­თვე­ლო", "სა­ქარ­თვე­ლო სამ­შობ­ლოა" - ასე­თი ტი­პის ფრა­ზე­ბი იყო...

- ერ­თმა­ნეთ­ში რა ენა­ზე სა­უბ­რობ­დნენ?

- მხო­ლოდ ჩვენ­თან კი არა, ან ჩვენს გა­სა­გე­ბად სა­უბ­რობ­დნენ, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ თურ­მე, რა­მაც კი­დევ უფრო ამი­ჩუ­ყა გული... ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ერ­თმა­ნეთს ქარ­თუ­ლად ეკი­თხე­ბოდ­ნენ: რა ხდე­ბაო? გვე­ფე­რე­ბოდ­ნენ - "ნა­მა­ზი" ხალ­ხი ხარ­თო. შემ­დეგ აგ­ვიხ­სნეს, ლა­მაზს ნიშ­ნავ­სო...

იქი­დან სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­ში წა­ვე­დით და იქაც იგი­ვე დაგ­ვხვდა... თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და და ჩვე­ნიც ეს­მო­დათ. თა­ვი­დან ერი­დე­ბო­დათ, ჩვენს ნა­­ბარს ვერ გა­­გებ­თო... შემ­დეგ ვუ­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მი­სო, უფრო გა­იხ­სნენ... ცუდი ამინ­დი იყო, ძა­ლი­ან ცი­­და და ვაშ­ლო­ვან­ში ჩვე­ნი მის­ვლა ვერ გა­­გეს. ქუ­ჩა­ში ბავ­შვე­ბი შევ­ნიშ­ნეთ და გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გაგ­ვცეს. ცოტა რომ დავ­შორ­დით, და­ვუ­ძა­ხე: მო­დით ჩვენ­თან-მეთ­ქი და მო­მა­ძა­ხეს - შენ თვი­თონ მო­დიო... მათ­თან რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე, თუ რო­გორ სა­უბ­რობ­დნენ ქარ­თუ­ლად...

შემ­დეგ იქა­­რი ქალი გა­მო­ვი­და და ჩა­­ზე დაგვპა­ტი­ჟა. ამ­დე­ნი დრო არ გვქონ­და და უა­რის თქმა და­ვა­პი­რეთ, მაგ­რამ შემ­დეგ ძა­ლი­ან კა­ტე­გო­რი­­ლად მოგვ­თხო­ვა, - რო­გორ, ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­მო­სუ­ლი ხართ და სტუმ­რად არ შე­მოხ­ვალ­თო?! უარს აზრი არ ჰქონ­და. ქარ­თუ­ლი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა იქ შე­ვიგ­რძე­ნი, სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებ­და, შვილს და­­რე­კა - ქარ­თვე­ლე­ბი გვყავს სტუმ­რა­დო...

- ქარ­თულ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ?

- ასე, თქვენ­სა­ვით სტუმ­რად ჩა­მო­სულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა გვას­წავ­ლე­სო, გვი­თხრეს. ჩურ­ჩხე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით გვიყ­ვარ­სო... მათ­თან სა­უბ­რი­სას ჩემი მოგ­ვა­რე­­ბი, ხა­ტი­აშ­ვი­ლე­ბი ვი­პო­ვე. ისი­ნიც ძა­ლი­ან ბედ­ნი­­რე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა, ვი­საც კი მი­ვე­სალ­მე­ბო­დით - "სახ­ჩი" წა­მო­დი­თო გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ...

ვაშ­ლო­ვან­ში, ერთ-ერთ სახ­ლს "სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა და ოთხი­ვე კე­დელ­ზე ქარ­თუ­ლი ლექ­სი იყო ამოტვიფ­რუ­ლი... ძი­რი­თა­დი გვა­რე­ბი: ონი­კაშ­ვი­ლი, სე­ფი­აშ­ვი­ლი, იო­სე­ლი­­ნი, გუ­გუ­ნაშ­ვი­ლი... თუმ­ცა, და­ბო­ლო­­ბა შვი­ლი აღარ აქვთ, ჩემი მოგ­ვა­რე­­ბი ხა­ტი­კა­ნად იწო­დე­ბი­ან, თუმ­ცა, თა­ვი­სი ძი­რძვე­ლი გვა­რი ყვე­ლამ იცის... ჩემ­მა მოგ­ვა­რე­ებ­მა, კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით მი­თხრესწარ­მო­შო­ბით სიღ­ნა­ღი­დან ვარ­თო... ეს სი­ტყვე­ბი ისე წარ­მოთ­ქვეს, რო­გორც ჩემი წი­ნაპ­რე­ბის­გან რომ მაქვს მოს­მე­ნი­ლი...

ბო­ლოს, ერთ-ერთ ქარ­თულ კა­ფე­ში შე­ვე­დით სა­ვახ­შმოდ და იქი­დან გა­მო­სუ­ლებს, თოვ­ლი დაგ­ვხვდა. თურ­მე ძა­ლი­ან იშ­ვი­­თად თოვს და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გვი­თხრეს - ბედ­ნი­ერ ფეხ­ზე მო­სულ­ხარ­თო. სას­ტუმ­რო­ში კი­დევ ერთი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი მოგ­ვად­გა, რო­მე­ლიც იმ დღე­ებ­ში ერთ-ერთი სო­ფელ­ში ვნა­ხეთ. ახალ­გაზ­რდა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ბიჭი, ქოლ­გა ეხუ­რა - თქვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რმა ჩემი ნო­მე­რი ჩა­­წე­რა, შემ­პირ­და გეს­ტუმ­რე­ბით და რა­ტომ და­მა­ღა­ლა­ტეთ, გე­ძებ­დი­თო...

ემო­ცი­­ბის­გან ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დით... ღა­მის 11 სა­­თი იყო, მაგ­რამ უარი ვერ ვუ­თხა­რით. ოჯახ­ში ეტყო­ბო­დათ, რომ მთე­ლი დღე სამ­ზა­რე­­ლო­ში იფუს­ფუ­სეს, რად­გან გვე­ლოდ­ნენ. სახ­ლში, ტე­ლე­ვი­ზორ­ში, "სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არის" ჰქონ­დათ ჩარ­თუ­ლი და ეს იყო ბოლო აკორ­დი, - მო­ზღვა­ვე­ბულ ემო­ცი­ებს გზა გა­ვუხ­სე­ნი და ვი­ტი­რე...

გვი­თხრეს, აქე­და­ნაც ჩა­დი­ან ჩვენ­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მათ­თვის, ვინც ამას ვერ ახერ­ხებს, ქარ­თვე­ლე­ბის სტუმ­რო­ბა ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას ჰგავ­სო!" 

  • ჯვრის თაყვანისცემა (დიდმარხვის მესამე კვირა)
  • ღირსი იოანე სინელი (კლემაქი) (+649)
  • წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა
  • ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით ''ექიმი ხის'' სამკურნალო თვისებებზე
  • საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
  • როგორ გავრეცხოთ სწორად ''დუტის'' ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!
  • ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია.
  • ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები