|
|
ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
https://allwine.ge
საქართველოში ვაზის უამრავი ჯიშია, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე დაავიწყდა მოსახლეობას. კომუნისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოს იძულებით მოახვიეს თავს 1921 წელს, საჭიროდ მიიჩნევდა მხოლოდ 7 ჯიშის ვაზიდან მოსავლის მიღებას. ღვინო მასობრივი წარმოების ალკოჰოლურ სითხედ იქცა, რამაც ადგილი აღარ დატოვა ვაზის ასობით უნიკალური ჯიშისთვის, რითაც ასე მრავალფეროვანია საქართველო. დღეს ამ ბლოგში ერთ-ერთი ასეთი ჯიშის შესახებ მსურს მოგითხროთ, ჯიშის, რომელიც საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ რომელიც თითქმის დავიწყებას არის მიცემული.
ვაზის ამ ჯიშს ავასირხვა ჰქვია. ის თეთრყურძნიანი ჯიშია, რომელიც ძალიან მაღალი ღირსებების მქონე ღვინოსაც იძლევა და სასუფრედაც წარმატებით გამოიყენება.
საკუთარი მორფოლოგიური აგებულებით ავასირხვა ძალიან ჰგავს აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებს, ყველაზე მეტად კი რქაწითელს. მათ შორის მსგავსება მართლაც გასაოცარია, თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ავასირხვა და რქაწითელი ერთი და იგივეა. ავასირხვა არის ძირძველი წარმოშობის აფხაზური ჯიში, რაზეც მიუთითებს სახელწოდების ლინგვისტური სტრუქტურა და მისი გავრცელების არეალი, აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, სადაც შეუძლებელია, ის უპირატესად გავრცელებულიყო, საქართველოს აღმოსავლეთიდან რომ იყოს შესული. აღმოსავლეთ საქართველოდან გავრცელებული ჯიში უმეტესად აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოიკიდებდა ფეხს და არა ჩრდილო-დასავლეთში.
ავასირხვა საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე გვხვდება. სხვაგან არსად არ არის გავრცელებული. ევროპაში ფილოქსერას კატასტროფამდე, რომელიც საქართველოსაც ძლიერ შეეხო მე-19 საუკუნეში და რომელმაც ევროპის მევენახეობის ყველა რეგიონი დააზარალა კვიპროსის გამოკლებით, რომელიც კუნძულოვანი და შორი მდებარეობის გამო კატასტროფას გადაურჩა, ავასირხვა უხვად იყო გაშენებული აფხაზეთში და ძირითადად მაღლარად ხარობდა. სწორედ ეს და ვაზის ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების არცოდნა იყო ამ ჯიშის განადგურების ძირითადი მიზეზი, თუმცა მის გახარებასა და გამრავლებაზე არც საბჭოთა ხელისუფლებას აუტკიებია თავი, რომელიც სწორედ ფილოქსერას მსგავსად მოევლინა ოდნავ მოგვიანებით საქართველოს. ის სოფელ ახალსოფელში, ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში მოჰყავდათ სულ რაღაც 0,5 ჰექტარ ფართობზე.
ავასირხვას მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსისებური. თუმცა ჯიში ადრე შემოდის და უხვ მოსავალსაც იძლევა (დაახლ. 7 ტონა ერთ ჰექტარზე). დარგვიდან უკვე მესამე წელს იძლევა ნაყოფის ნაწილს.
ავასირხვა კარგად უძლებს ჭრაქს და ნაცარს. ძლიერი იმუნური სისტემა აქვს და ავადმყოფობების მიმართ მდგრადია.
შაქრიანობა მაღალი აქვს. ხშირად ჯიშის შაქრიანობა 22,3 %-საც კი აღწევს. მჟავიანობაც მაღალი აქვს, 9,3 %-დან 11,3 %-მდე. ცნობილი ე. წ. კოლხური ღვინის მისაღებად მას გვიან კრეფენ, რათა შაქრიანობა საკმარისად დააგროვის.
მისი ღვინო გამჭვირვალეა, ოქროსფერი, ნაზი და ძლიერი არომატების მქონე, მოტკბო, ბუნებრივად ცქრიალა და ძალიან გემრიელი. თუმცა, მისგან ძველი კოლხური ტიპის, ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოება საბჭოთა მმართველობის პერიოდში დავიწყებას მიეცა.
დავით ჩუთლაშვილი
|
|
|
|
|
|
Copyright © 2003-2024 Directory.Ge |
Counter: 141 |
|
TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi,
ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო
ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси,
ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում,
TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr
TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda
TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi,
ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі,
TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen,
Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi,
トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行
ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები