Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში

ambebi.ge


რამდენიმე საათის წინ თბილისში, ვაგზალზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ცეცხლი გაჩნდა. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის 26 მანქანა მუშაობს. უცნობია რა ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა ხანძარმა გაანადგურა ბავშვთა სამყარო, ოქროს ბირჟა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

დაზარალებულია ასობით მოვაჭრე, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ზარალი ათი ათასობით ლარია. მოვაჭრეები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის მიზეზით გაჩნდა. მათი თქმით, შესაძლოა ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. საბედნიეროდ, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში არაერთი ხანძარი მოხდა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

2015 წელს ქობულეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიაე.წ. ჰასანას სასტუმროში მოხდა. პატარები ანსამბლის წევრებთან ერთად აჭარაში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ. 3 მოზარდი სასტუმროს ნომერში მარტო იყო, რა დროსაც სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. პატარებმა გაქცევა ვერ შეძლეს და ისინი სასტუმროს ნომერში დაიწვნენ. ამბობენ, რომ ხანძარი მათ ოთახში კონდიციონერს გაუჩნდა, ბავშვები ნომერში ჩაკეტილები იყვნენ და გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. 

ქობულეთის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, ხანძარს ქუთაისელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი სანთელმა გამოიწვია. ამ დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ბაბუა და 20 წლის შვილიშვილი. მაშველებმა ისინი სახლიდან ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა შვილიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

2015 წლის 13 მაისს აფეთქება მოხდა ბათუმში, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარი კაფე-ბარ "მალიბუში" გაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ჯერ აფეთქება მოხდა, რის შედეგად ჩაიმსხვრა ბარის მინები და ადგილზე ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი დაშავდა, რომელსაც ავტომობილი კაფე-ბარის წინ ჰყავდა გაჩერებული. 

2013 წლის 26 თებერვალს ცეცხლი გაუჩნდა  თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრ "საბას". ხანძარმა 6000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა. სავაჭრო ცენტრის მეპატრონე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავდა. ის ვარაუდობდა, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. 


"საბაში" გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რამდენიმე თვეში თბილისის აკვა-პარკი დაიწვა. შემთხვევა 2013 წლის 17 ივლისს მოხდა. ძლიერი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ბუნგალოები, კონსტრუქციები. დაზიანდა აკვა-პარკის გვერდით მდებარე დევნილთა საცხოვრებელიც. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. 

2014 წლის 30 ივლისს ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე. ცეცხლი წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზას გაუჩნდა. ადგილზე აფეთქებები ისმოდა. შემთხვევის შედეგად კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა. 

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ხანძარი არაერთ ტერიტორიაზე გაჩნდა. დაიწვა ე.წ. დეზერტირების ბაზარი, ხანძარს შეეწირა ისნის ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, ელიავას ბაზრობა და ბათუმის ხოფის ბაზრობები

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.G
E

  • გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობკორპორაციის ფინანსური ანალიტიკოსია
  • რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება
  • როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები
  • დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის
  • 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები 'საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'
  • ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ
  • ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში
  • საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • ჯიმი ტაბიძე: 'ურალის' მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • ფიბა-მ ევრობასკეტი 2017-ის მატჩების დრო დანიშნა

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 321

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი