Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ლარის დევალვაციას ეკონომიკური საფუძველი არა აქვს, ვიღაც ამ ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს

http://www.ambebi.ge

 

13:42 / 17-11-2017

"საქსტატის" მონაცემებით, საშუალო ხელფასი საქართველოში ყოველწლიურად მატულობს:
თუ 2006 წელს მისი რაოდენობა 277,9 ლარი იყო, 2011 წელს - 636 ლარი გახდა, 2014 წელს - 818 ლარი, 2016 წელს კი, საშუალო ხელფასი საქართველოში 940 ლარს გაუტოლდა, თუმცა ლარის დევალავაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან შეამცირა. ეს მაჩვენებელი ოდნავაც ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას, - აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თემურ მაისურაძემ.

"
ჩვენ ვიცით, როგორ ანგარიშობენ საშუალო ხელფასს: ერთად აჯამებენ ძალიან მაღალ და დაბალ ხელფასებს და მერე ჯამაგირის ამღებთა რიცხვზე ყოფენ. ვიღაცის ხელფასი ასეულობით ათასი ლარია, ვიღაცისა კი - 200-300 ლარი და მათი საშუალო მაჩვენებლი გამოჰყავთ. ისიც ვიცით, რომ დღეს საქართველოში 500 და 600 ლარიც კარგ ხელფასად მიიჩნევა, რადგან ამაზე მეტს ბაზარზე არ იძლევიან. უმუშევრობის დონე ქვეყანაში იმდენად მაღალია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული ხდება მიზერულ ხელფასზე იმუშაოს. ამიტომ, ვისაც კომპენსაცია და დახმარებები აქვს, ყველანაირად არიდებს თავს მუშაობას, რადგან ხელფასი ზოგჯერ სოციალურ დახმარებაზე ნაკლებია. საქართველოში ხელფასები რომ ძალიან დაბალია, ამას მტკიცება არ სჭირდება, რადგან თითოეული ადამიანი, თვიდან თვემდე, კაპიკ-კაპიკ ითვლის ყველაფერს და მხოლოდ
პირველად მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს", - ამბობს თემურ მაისურაძე.

ეკონომისტის თქმით, ლარის დევალვაცია უკვე აისახა და მომავალშიც აისახება საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობაზე.

"
დააკვირდით როგორ გაიზარდა ხილის ფასი, რა ღირდა ადრე ყველი, ან ხორცი და რა ღირს ახლა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით მაინც რიგითი მოქალაქე ზარალდება. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ქვეყანაში მცოცავი კურსია, მაგრამ ხშირად ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ და ორს - უკან. ეს ფასებზეც აისახება, რადგან იმპორტირებულ პროდუქციას ჩვენი ბაზრის უდიდესი წილი უკავია. დავუშვათ, მე იმპორტიორი ვარ, ლარის დევალვაციის გამო უფრო მეტი ფული უნდა გადავიხადო, რომ დოლარი ვიყიდო. ამ რამდენიმე თვის წინ 100 დოლარის შესაძენად თუ მჭირდებოდა 240 ლარი, რომ უცხოეთიდან პროდუქცია მეყიდა, ახლა უკვე 270 ლარი მჭირდება. გავაძვირებ თუ არა ჩემს პროდუქტს? - რა თქმა უნდა, გავაძვირებ", - აღნიშნავს თემურ მაისურაძე.

  • რამ გამოიწვია საწვავის გაძვირება საქართველოში?
  • ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება
  • ლარის დევალვაციას ეკონომიკური საფუძველი არა აქვს, ვიღაც ამ ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს
  • სიგიჟე! 500 ცხენის ძალა მომავალ BMW M3-ში!
  • რა შეცდომებს უშვებენ უძრავი და მოძრავი ქონების დაგირავებისას
  • საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 7671

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,