Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები

http://www.ambebi.ge

XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს სტატიას - "საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები", საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, გრაფ სერგეი ვიტეს ხელმძღვანელობით, 1895-1897 წლებში იმპერიაში გატარებული ფულის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა. ეს პიროვნება, რომელიც თბილისში დაიბადა და 16 წლამდე აქ ცხოვრობდა, ბალტიელი გერმანელი იყო. შემდგომში იგი სათავეში ედგა რუსეთის მინისტრთა საბჭოს (1905-1906 წლებში). ვინაიდან ამ რეფორმის შედეგად მიმოქცევაში გამოშვებული რუსული ქაღალდის ფული მთლიანად იყო ოქროთი უზრუნველყოფილი, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური კურსის მქონე ვალუტად იქცა.
1
რუბლი ოფიციალურად შეესაბამებოდა 17,424 წილ (ანუ 0,7742 გრამ) სუფთა ოქროს (იმხანად "წილი" საზომ ერთეულს ეწოდებოდა). ოქროს მონეტების წონა შემდეგნაირი იყო: 5 რუბლი - 4,3 გრამი; 71/2 რუბლი - 6,45 გრამი; 10 რუბლი - 8,6 გრამი; 15 რუბლი - 12,9 გრამი. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი მონეტები მოჭრილი იყო 900-იანი სინჯის მქონე ოქროსგან, ანუ შეიცავდა სხვა ლითონის 10%-იან მინარევს. შესაბამისად, ეს მონეტები შეიცავდა შემდეგი რაოდენობის სუფთა ოქროს: 5 რუბლი - 3,871 გრამი; 71/2 რუბლი - 5,8065 გრამი; 10 რუბლი - 7,742 გრამი; 15 რუბლი - 11,613 გრამი.

რუსეთის იმპერიის სახელით მოჭრილი ოქროს თუმნიანის დღევანდელი საბაზრო ღირებულება საშუალოდ უტოლდება აშშ-ის 380 დოლარს, რაც ამჟამინდელ ათასამდე ლარს შეადგენს. რუსეთის იმპერიის 1-კაპიკიანის ღირებულება 1914 წლამდე არსებული მდგომარეობითა და ოქროს მსყიდველობითი უნარით, დაახლოებით შეადგენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თავის მხრივ, თითქმის 1 ლარს უტოლდება.

მუშათა ანაზღაურება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის (1883-1959) თხზულებაში "საქართველოს ეროვნული მეურნეობა" (. II, პარიზი, 1960), მოყვანილია სტატისტიკური ცნობები 1914 წლის თებერვალში თბილისში არსებული საშუალო დღიური ხელფასებისა და პირველი მოთხოვნილების საგნების ფასების შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, საშუალო დღიური ანაზღაურების სახით მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს. კონკრეტულად კი სხვადასხვა სპეციალობის მუშა დღიურად საშუალოდ იღებდა შემდეგ ხელფასს (რუბლებში): გამთბობი - 3,5; დურგალი, ხარატი და მლესავი - 3; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1; ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს.

პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა გირვანქობით, რაც 409 გრამს შეადგენდა. ერთი გირვანქა ყველი თბილისში საშუალოდ ღირდა (კაპიკებში) 20; ერთი გირვანქა ზეთი - 18; ხორცი - 14; ბრინჯი - 11; ლობიო - 8; ხახვი - 5; პური - 4; მარილი - 4; კომბოსტო - 3,8; კარტოფილი - 1,7; ნავთი - 4; ერთი გირვანქა ნახშირი - 60 კაპიკი.

ამ მონაცემების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტივე დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის შეძენა შეიძლებოდა საშუალოდ 1 რუბლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით - 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა ყველა აქ დასახელებული პირველი მოთხოვნილების საქონელი თითო გირვანქის ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.

მეცნიერ-პედაგოგთა ანაზღაურება

ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში - პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა და პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი 

იყო.

ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953) ცნობით, ნიკო მარს (1865-1934) "სტუდენტობაში მარტო სტიპენდია - 25 მანეთი ჰქონდა, სხვა არაფერი და ამით ცხოვრობდა, რასაკვირველია, ღარიბად. უნივერსიტეტში რომ დატოვეს, - 50 მანეთი ჰქონდა და როცა პრივატ-დოცენტი გახდა - 100 მანეთი".

პეტერბურგის ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ ივანე ჯავახიშვილს (1876-1940) 1900 წლის იანვრიდან 1902 წლის ივლისამდე ეძლეოდა სამაგისტრო სტიპენდია თვეში - 50 რუბლი.

სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1903 წლის 1 იანვარს ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს პრივატ-დოცენტად და თვიურ ხელფასად 100 რუბლი დაუნიშნეს. ამ თანამდებობაზე ის 14 წლის განმავლობაში, სამშობლოში დაბრუნებამდე მუშაობდა.

ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, 1908 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტში დაფუძნდა ქართული სამეცნიერო წრე. წესდების მიხედვით, წრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლა, თუმცა მის რეალურ მიზანს შეადგენდა მზადება ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის. ივანე ჯავახიშვილი მზრუნველობას იჩენდა ამ გაერთიანების წევრებისადმი, რომელთაც თავის ბინაში პატიჟებდა.

ამ წრის ერთ-ერთი წევრთაგანი, მომავალში გამოჩენილი მეცნიერი გიორგი ჩიტაია (1890-1986) იგონებდა: "ივანე ჯავახიშვილი ქართველ სტუდენტებს ყველაზე საპატიო ლექტორად, კერპად მიგვაჩნდა... სამეცნიერო წრის წევრები მაშინ გამალებით ვმუშაობდით ქართული პერიოდული პრესის ბიბლიოგრაფიის შედგენაზე. წრის გამგეობა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა ივანე ჯავახიშვილის ბინაზე წრის სამუშაოების მოსაგვარებლად. ყოველთვის, სხდომის დამთავრებისას, სუფრა იშლებოდა ჩვენთვის. მართალია, სუფრა არ იყო მდიდრული, რადგან ბატონი ივანე თავისი ოჯახის წევრებით ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო. მისი ხელმოკლეობა იქიდანაც ჩანდა, რომ იგი პეტერბურგის სუსხიან ზამთარში საზაფხულო პალტოთი დადიოდა".

შალვა ამირეჯიბი (1887-1943) შენიშნავდა, რომ ივანე ჯავახიშვილის "მოკრძალება, მოთმინება, მომჭირნეობა მიდიოდა იქამდის, რომ პეტერბურგში ცხოვრების დროს, როცა უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა, მამის დახმარებაზე უარი თქვა და მხოლოდ პრივატ-დოცენტის არადიდი ჯამაგირით ცხოვრობდა. დილით ის გამოდიოდა კარში ორი შაურით ჯიბეში. ეს იყო ტრამვაის ფული. მისი პირადი სიამოვნება მისმა სამეცნიერო ღვაწლმა შეიწირა".

ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

მთავარი ფოტო: burusi.wordpress.com

  • რატომ თქვა უარი სოფიკო ჭიაურელმა ,,მონანიებაში,, მონაწილეობაზე - ორი საინტერესო ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელი ერის მიერაა შექმნილი ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
  • როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 14392

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,