|
|
ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ
ambebi.ge
კოვიდ-19-მა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და უკვე პანდემიად იწოდება, მილიონობით კომპანია გააჩერა და მოქალაქეები აიუძულა სახლში დარჩენილიყვნენ. ბევრი ჩვენგანი სწორედ სახლში დარჩენით ებრძვის პანდემიას.
სახლში დარჩენით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვების უსაფრთხოებსაც უზრუნველვყოფთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახიდან ერთ წევრს მაინც მოუწევს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ გარეთ გასვლა და პროდუქტების შეძენა. გარეთ გასვლისას კი უსაფრთხოების ზომების დაცვა უპირველესი მოვალეობაა.
იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ სახლშიც და მაშინაც, როდესაც აუცილებელი საჭიროებების გამო გარეთ გავდივართ, აუცილებელია სახლში ყველა ის საჭირო პროდუქტი გვქონდეს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დროს გამოგვადგება.
მრავალჯერადი გამოყენების პირბადე.
პირბადეების გამოყენება მიზანშეწონილია ქუჩაშიც და სახლშიც, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ და არ გსურთ ოჯახის წევრებს რამე გადასდოთ. ვინაიდან მსოფლიოში ერთჯერადი პირბადეების დეფიციტია, არჩევანი შეაჩერეთ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეზე, რომლის გარეცხვა და ხელმეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დიდი არჩევანია საიტზე www.ebg.ge, სადაც შეკვეთის შემდეგ სასურველ ნივთს სახლში მოგიტანენ. შესაბამისად, გარეთ გასვლასაც აირიდებთ თავიდან.
ხელის ანტიბაქტერიული ხსნარი.
მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ხელების დაბანის გარდა აუცილებელია ატიბაქტერიული ხსნარის გამოყენებაც, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 60-70%-ია. ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება აუცილებელია, როდესაც სახლიდან გადიხართ და მაშინაც კი, თუ საერთოდ არავისთან არ გექნებათ კონტაქტი, რადგან ვირუსის დროს უსულო საგნებიც ძალიან საშიშია. როგორც ექსპერტები ასკვნიან, ვირუსები სხვადასხვა სახის უსულო საგანზე 4-72 საათის განმავლობაში რჩება. შესაბამისად, მიზანშეწონილია ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება.
ერთჯერადი ხელთათმანები.
ხელები ორმაგად დაცული იქნება, თუკი გარეთ გასვლისას ერთჯერად ხელთათმანებსაც გამოიყენებთ. ისინი კარგად ფარავს ხელებს, ნებისმიერ ზედაპირს თავისუფლად შეეხებით და არც მაღაზიის კარის გაღების შეგეშინდებათ. ვინაიდან ხელთათმანები ერთჯერადია, მათი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ, უმჯობესია, მათი გარკვეული მარაგი გქონდეთ.
უკონტაქტო თერმომეტრი.
პანდემიის დროს, როდესაც უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება, იზრდება ნერვული აშლილობების რისკი. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ჰგონიათ, თითქოს, მაღალი ტემპერატურა აქვთ და თავს სუსტად გრძნობენ, მაგრამ ტემპერატურას იზომავენ და აღმოჩნდება, რომ სიცხე არ აქვთ. აქედან გამომდინარე, სანამ ექიმს გამოიძახებდეთ, არ განერვიულეთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პირველ ყოვლისა, თავად გაიზომეთ სიცხე. ასე რომ, მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებლი უკონტაქტო თერმომეტრი იმ საჭირო ნივთების ჩამონათვალში შედის, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ.
სამედიცინო ჩანთა.
ყველა ნივთსა თუ მედიკამენტს, რომელსაც იყენებთ, ერთად მოუყარეთ თავი და სამედიცინო ჩანთასა თუ ყუთში მოათავსეთ. საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ გვირჩევს აუცილებლად ვიქონიოთ ისეთი პირველადი დახმარების ნივთები, როგორიცაა: სამედიცინო ხელთათმანები, პლასტირები, სახვევები, ელასტიური დოლბანდი, პინცეტი და სხვ.
ასევე, დარწმუნდით, რომ ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი მარაგი გაქვთ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად გვაფრთხილებს, დაცემინებისა თუ ხველების დროს ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი და არავითარ შემთხვევაში - ხელისგული.
და ბოლოს, თუკი გსურთ ყველა საჭირო ნივთი თავისი ჩანთით მარტივად და სწრაფად შეიძინოთ, მაშინ უნივერსალურ სამედიცინო ჩანთას გირჩევთ, რომელიც ეფექტურია ვირუსისგან თავის დასაცავად და 217 ნივთს აერთიანებს, ესენია: დამცავი კომბინიზონი, პირველადი დახმარების ნივთები, ბახილები, დამცავი სათვალე, ხელთათმანები და სხვა 200-ზე მეტი პროდუქტი.
|
ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი |
ინფიცირებისას, ექიმის რჩევის გარეშე, ანტიბიოტიკებისა და სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება, დაუშვებელია!" - რას გვირჩევს ინფექციონისტი თუ კორონავირუსს შინ ვებრძვით |
ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ |
როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა |
კორონავირუსის საფრთხის გამო როგორ მოვიქცეთ ტრანსპორტით გადაადგილებისას |
ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით ''ექიმი ხის'' სამკურნალო თვისებებზე |
საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ |
როგორ გავრეცხოთ სწორად ''დუტის'' ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! |
ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია. |
ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია |
ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან |
10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით |
ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია |
ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა |
რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები |
|

|
|
|
|
|
Copyright © 2003-2021 Directory.Ge |
Counter: 141 |
|
TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi,
ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო
ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси,
ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում,
TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr
TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda
TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi,
ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі,
TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen,
Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi,
トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行
ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები